საკონკურსო სიმღერის ავტორი ზაზა მიმინოშვილია, ტექსტი კი Eugen Eliu-ს ეკუთვნის. სიმღერის არანჟირებაზე ჯგუფის The Shin წევრები მუშაობენ.

 

The Shin & მარიკო რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან ერთად ვიდეორგოლის გადაღებასა და სცენოგრაფიაზე იმუშავებენ. ჯგუფი The Shin შტუტგარტიდან თბილისში 28 თებერვალს ჩამოვა.

 

მაყურებელი სპეციალურად ევროვიზიისთვის შექმნილ სიმღერას უახლოეს პერიოდში შეაფასებს. THREE MINUTES TO EARTH-ის პრემიერა პირველ არხზე გაიმართება. საქართველოს წარმომადგენლები სიმღერას ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე შეასრულებენ.

 

2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კოპენჰაგენი უმასპინძლებს. საქართველოს კონკურსზე ჯგუფი შინი და მარიკო ებრალიძე წარადგენენ. 59-ე ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. კონკურსში წელს 37 ქვეყანა მონაწილეობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *