ხელოვნება

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსული რომანსის საღამო გაიმართება

19 თებერვალი, 2014 • • 1148
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსული რომანსის საღამო გაიმართება

საღამო 19 თებერვალს, 19:30 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ-მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. 

 

სამინისტროს განცხადებით, კონცერტი ეძღვნება საერთაშორისო კულტურულ – საგანმანათლებლო ცენტრის -„რუსული კლუბის“ 10 წლის იუბილეს და კლუბის ჟურნალის – „რუსკი კლუბის“მეასე ნომრის გამოშვებას.

 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა შემსრულებლები: ნათია პერანიძე, აჩიკო ნიჟარაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, ნუცა ქირია, ლელი ჯანხოთელი და სხვა შემსრულებლები. კონცერტის ორგანიზატორი და კონცერტმეისტერია მარიამ ოსიტაშვილი.

 

კულტურის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობდა სალომე კორკოტაშვილი, თუმცა მისი მენეჯერის გეგა ჯაფარიძის თქმით, მომღერალმა კულტურის სამინისტროს შეთავაზებაზე უარი თქვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი