ხელოვნება

კულტურის სამინისტოს განმარტება აუთვისებელი თანხის შესახებ

20 იანვარი, 2014 • • 1253
კულტურის სამინისტოს განმარტება აუთვისებელი თანხის შესახებ

სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, კულტურის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების 2013 წლის ბიუჯეტი 81 796 374 ლარით განისაზღვრა, საიდანაც თანხის 96%,  78 248 547 ლარი, დაიხარჯა.

 

დაუხარჯავი თანხიდან 1 250 948 ლარი უშუალოდ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან დარჩა, ხოლო 2 296 879 ლარი – სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების (საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო და იურიდიული პირების) ბიუჯეტიდან. 

 

კულტურის სამინისტროს უშუალოდ საუბრობს მის მიერ გახარჯული თანხის შესახებ და ამბობს, რომ სამინისტრომ საკუთრივ მისი ბიუჯეტის 1.5% არ დახარჯა, რადგან იგი მხოლოდ მაღალი კულტურული ღირებულებების მქონე პროექტებს აფინანსებს. 

 

“სამინისტროს პოლიტიკის თანახმად, ფინანსდება მხოლოდ მაღალი კულტურული ღირებულების მქონე და იურიდიული და ტექნიკური თვალსაზრისით გამართული პროექტები, რომელთა რაოდენობა არ აღმოჩნდა საკმარისი ბიუჯეტის 100%-ით გახარჯვისათვის”,- ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი