ხელოვნება

მოყვარულ მსახიობთა თეატრალური ფესტივალი “ნიღაბი” მეორედ გაიმართება

22 ნოემბერი, 2013 • • 1802
მოყვარულ მსახიობთა თეატრალური ფესტივალი “ნიღაბი” მეორედ გაიმართება

“ნიღაბი” ყოველწლიური ფესტივალია, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს წარადგენენ. ფესტივალში მონაწილეობენ სტუდენტური დასები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

 

“ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება,”- აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები. 

ფესტივალი პირველად 2012 წლის ჩატარდა. საფესტივალო პროგრამას მასპინძლობდა სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზი. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ექვსმა უნივერსიტეტმა.

 

წელს ფესტივალს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კორპუსი უმასპინძლებს 26 ნოემბერიდან 5 დეკემბრამდე, ხოლო ფესტივალის დახურვა და დაჯილდოების ცერემონია“თიბისი” გალერეაში ჩატარდება.

 

ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა დასების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს ჟიური შეაფასებს. მათ მიერ გამოვლინდება გამარჯვებული 10 ნომინაციაში. ჟიურის წევრები იქნებიან: გოგი თოდაძე (რეჟისორი), ჯაბა პაპუაშვილი (რეჟისორი), ნინო თარხანმოურავი (რუსთაველის თეატრის მსახიობი), ეკა მოლოდინაშვილი, (რუსთაველის თეატრის მსახიობი), თამუნა ნიკოლაძე (თავისუფალი თეატრის მსახიობი), ჯაბა კილაძე (მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი), ნიკა წულუკიძე (თეატრმცოდნე), აკაკი სტურუა (თბილისის მერიის წარმომადგენელი).

 

განრიგი:

II, III, IV, V, VI ,VII, VIII, IX დღეები – მონაწილე დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების ჩვენება. 
X დღე – 5 დეკემბერი – ფესტივალის დახურვა, ფურშეტი და დაჯილდოვების ცერემონია.

26 ნოემბერი, 16:00 საათი -ფესტივალის საზეიმო გახსნა; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

27 ნოემბერი, 16:00 საათზე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

28 ნოემბერი, 16:00 საათზე – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

29 ნოემბერი, 16:00 საათზე – გრ. რობაქიძის უნივერსიტეტი

30 ნოემბერი, 16:00 საათზე – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1 დეკემბერი, 16:00 საათზე – თურქეთის სტუდენტური დასი

2 დეკემბერი, 16:00 საათზე – ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

3 დეკემბერი, 16:00 საათზე – აზერბაიჯანის სტუდენტური დასი

4 დეკემბერი, 6:00 საათზე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

5 დეკემბერი, 17:00 საათზე – ფესტივალის საზეიმო დახურვა

“მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია” დაარსდა 2012 წელს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი