ხელოვნება

თბილისსა და გორში იაპონური ანიმეს ფესტივალი გაიმართება

22 ნოემბერი, 2013 • • 2904
თბილისსა და გორში იაპონური ანიმეს ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის ფარგლებში სამ ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ. თბილისში ფილმების ჩვენება 13-15 დეკემბერს კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება, ხოლო გორში – 21 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში. ანიმაციები ქართული გახმოვანებითა და ინგლისური სუბტიტრებით გავა. 

 

მზის პრინცი ჰოლსის თავგადასავალი
მზის პრინცი ჰოლსის თავგადასავალი

ანიმეს “დროში მოგზაური გოგონა” 13 დეკემბერს, 19 საათზე აჩვენებენ. მამორუ ჰოსოდას ნამუშევარი 17 წლის სკოლის მოსწავლე გოგონას შესახებაა. მოულოდნელად მისი ყოველდღიური ცხოვრება გარდაიქმნება და ის გახდება გმირი, ვინც იმოგზაურებს 21-ე საუკუნეში.

მაკოტოს კლასში ჰყავს ორი უახლოესი მეგობარი – ბავშვობის მეგობარი კოსუკე ცუდა და ჩიაკი მამია. მაკოტო მათთან ბურთის თამაშს ამჯობინებს გაკვეთილების შემდეგ, ვიდრე სხვა კლასელ გოგონებთან გართობას. მათი მეგობრობა ყოველდღიურია და უშუალო, მაგრამ მოულოდნელად მათ ცხოვრებაში დიდი ცვლილება ხდება. მაკოტოს ეძლევა დროში მოგზაურობის ნიჭი და შეუძლია ცხადად დაინახოს მოვლენები. როდესაც თავის ნიჭს კარგად დაეუფლება, ის ცდილობს მის ყოველდღიურ გამოყენებას საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად.

“დროში მოგზაურ გოგონას” 14 დეკემბერს კვლავ აჩვენებენ (14 საათზე), მასთან ერთად ფესტივალის მონაწილე კიდევ ორი ფილმი- “ხუთი სანტიმეტრი წამში” (12:00), “მზის პრინცი ჰოლსის თავგადასავალი” (16:00) გავა. 

 

დროში მოგზაური გოგონა
დროში მოგზაური გოგონა

მზის პრინცი ჰოლსის თავგადასავალი“, იაპონიიის საელჩოს განმარტებით, ერთ-ერთ საუკეთესო იაპონური ანიმაციადაა მიჩნეული. 

ანიმე ჰოლსის შესახებაა, რომელიც მზის პრინცი გახდება. ჰოლსის სოფელს თავს  დაეხსმებიან გიგანტური ქვის ურჩხულის, მუგის მგლები. ჩვილი ჰოლსის გადარჩენა მამამ შეძლო. ჰოლსმა ამოიღო ურჩხულის მხარში ჩასობილი მახვილი.

მუგმა ჰოლსს უთხრა, რომ ეს მზის მახვილია და თუკი ჰოლსი შეძლებდა ამ მახვილისათვის ხელმეორედ ძალის მიცემას, მაშინ მუგი აღიარებდა მას მზის პრინცად. ჰოლსი დათვის ბელ კოროსთან ერთად გარბის საბრძოლველად სამყაროს მართვის სურვილით შეპყრობილ გრუნვალდის და მის ქვეშევრდომთა წინააღმდეგ.

ჰოლსი ურჩხულს კლავს და ერთ-ერთ განადგურებულ სოფელში მომხიბვლელ გოგონა ჰილდას შეხვდება. ის წამოიყვანს გოგონას თავის ახალ სახლში, მაგრამ მალე აღმოჩნდება, რომ გოგონასთვის უმჯობესი იყო მარტო დარჩენა…

ფილმის დასახელება “5 სანტიმეტრი წამში” ასახავს სიჩქარეს, როდესაც ალუბლის ყვავილები ცვივა ხეებიდან. ის რემინისცენციაა ცხოვრების შენელებული კადრების და იმისა, თუ როგორ იწყებენ ადამიანები ერთად ცხოვრებას, როგორ შორდებიან ერთმანეთს და მათი გზებიც ნელ-ნელა იყრება.

“5 სანტიმეტრი წამში” არის მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, რომელიც შედგება სამი დამოუკიდებელი ნაწილისაგან და რომელთა მთავარი მოქმედი გმირია ბიჭი ტაკაკი. მას შემდეგ, რაც დაწყებით სკოლაში გადავიდნენ, ტაკაკი და აკარი საუკეთესო მეგობრები გახდნენ, მაგრამ შემდგომ მათი ოჯახები იძულებულნი იყვნენ, რომ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი გამოეცვალათ და მათი ცხოვრებაც შეიცვალა.

რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ ტაკაკი ცდილობს აკარისთან შეხვედრას. ის ტოკიოდან მატარებლით გაემგზავრება, მის სულს უფორიაქებს მოგონებები და ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეხვდებიან ისინი ერთმანეთს და როგორ გაუზიარებენ დაფარულ გრძნობებს.

იმავე ფილმების ჩვენება 15 და 21 დეკემბერს განმეორებით  გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი