რიგით მე–9 კინოფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც კინოთეატრ „ჟოვტენში“ გაიმართება, საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილეები საკონკურსო სიმღერას GIVE ME YOUR SMILE შეასრულებენ.
ევროვიზიის კონკურსანტების გარდა, ცერემონიალში ქართული ცეკვევბის ანსამბლი „იბერიელი“ და სხვა მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის გახსნის შემდეგ ნაჩვენები იქნება ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“
ფესტივალი 23 დან 27 ნოემბრამდე უკრაინისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების ფინანსური მხარდაჭერითა და უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დახმარებით იმართება.