მინისტრს მეგზურობას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჟორდანია უწევდა. ჟორდანიას თქმით, შენობის რეაბილიტაცია ფაქტობრივად დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ სცენა, რომელიც საჭირო ტექნიკით უნდა მოეწყოს..
სამხატვრო ხელძღვანლის თქმით, სარემოტო სამუშაოები 2014 წლის მარტის თვეში უნდა დასრულდეს, ხოლო განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრი 2014 წლის 3 ოქტომბერს ტრადიციულად სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება.
„მარტის ბოლომდე რომ ჩვენ თეატრში შევიდეთ, უკვე ყველანაირად შევძლებთ სპექტაკლების მომზადებასა და სეზონის ღირსეულად გასხნას,“- თქვა გიორგი ჟორდანიამ.
ჟორდანია სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობით კმაყოფილია. მშენებლობის ხარისხითა და ტემპით კმაყოფილი დარჩა მინისტრი გურამ ოდიშარია. მისი თქმით, ოპერისა და ბალეტის თეატრი სამომავლოდ საერთაშორისო საოპერო ფესტივალებს უმასპინძლებს.
„სიტყვებიც არ მყოფნის, იმდენი რამ ვნახე. ეს არის ემბლემა თბილისის, სადაც გამოიზარდა ძალიან ბევრი ხელოვანი,“- განაცხადა მინისტრმა.
გურამ ოდიშარიას თქმით, ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის დაფინანსება გიაზრდება. მას შემდეგ, რაც ოპერისა და ბალეტის დასები სხვა თეატრალურ დაწესებულებებს შეეხიზნენ, ბევრი თანამშრომელი გათავისულდა და საჭიროა ახალი პერსონალის მიღება, განაცხადა მინისტრმა.
გიორგი ჟორდანიას თქმით, ისინი „მთელი ქალაქის მასშტაბით არიან მოდებული.“ ბალეტის დასი გრიბოედოვისა და მუსკომედიის თეატრშია განაწილებული, ოპერის დასი კანცელარიასა და კონსერვატორიაში მართავს წარმოდგენებს, ხოლო ოფისი გრიბოედოვის ქუჩაზე აქვს დაქირავებული.
ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაცია 2010 წლიდან დაიწყო და მას „ქართუ ფონდი“ აფინანსებს.