ხელოვნება

ოდიშარია ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა

21 ოქტომბერი, 2013 • • 1195
ოდიშარია ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრებთან
შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრებთან

“ჩვენ გვინდა დიალოგს შევუწყოთ ხელი ეთნიკურ უმცირესობებთან. მათ მინდა მივცე შესაძლებლობა. უშუალოდ დაუსვას კითხვები მინისტრს, რეკომენდაციებით მიმართონ სამინისტორების წარმომადგენლებს,-განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც კულტურის სამინისტროში 2 საათზე დაწყებულ შეხვდრას კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიასთან ერთად უძღვებოდა. 

 

ნანუაშვილის თქმით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან შეხვედრაზე ომბუდსმენის ანგარიშში კულტურის სამინისტროსადმი დაკავშირებული შენიშვნების განიხილავენ და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრების შეკითხვებსაც დაეთმობა.

 

კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას თქმით, იგი რეგიონებში სტუმრობის დროს ეთნიკურ უმცირესობებსაც ხვდებოდა და მხარს უჭერს ეროვნული უმცირესობების პროექტებს. 

 

“ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავაფინანსოთ ის პროექტები, რომელიც წარმოაჩენს მათ კულტურას, ხელოვნებას, რითაც ჩვენ ვიყავით ცნობილი, მთელი საქართველო. ჩვენ ვამდიდრებდით ერთმანეთს,”- განაცხადა გურამ ოდიშარიამ. 

 

კულტურის მინისტრთან შეხვედრაზე მისული იყო ნონა ხანგოშვილი, არასამთავრობო ორგანიზიაცია  “სათემო კავშირი პანკისის კეთილდღეობისათვის” თავმჯდომარე. იგი შეხვედრაზე იმისთვის მივიდა, რომ დაელაპარაკოს ისეთი სახის პროექტებზე, რომლებიც ეხება კულტურას, ხელოვნებას, ფოლკლორს. 

 

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრებთან
შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრებთან

მას სურს, რომ ისეთი პროექტები განახორციელოს, რომლებითაც ქისტ და ქართველ ახალგაზრდებს ერთმანეთი გააცნოს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია პანკისში ფოლკლორული საღამოს ჩატარება, რომელშიც ქართველი ახალგაზრდა მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

 

სეხვდრას სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმოადგნელებიც ესწრებოდნენ. მათ ძირითადად ენის, კულტურული ძეგლების შენარჩუნებასა და აღორძინებაზე ისაუბრეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი