ხელოვნება

დღეიდან ძველ თბილისში მშენებლობის ნებართვებს კულტურის სამინისტრო გასცემს

26 სექტემბერი, 2013 • 1103
დღეიდან ძველ თბილისში მშენებლობის ნებართვებს კულტურის სამინისტრო გასცემს

26 სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომლითაც თბილისის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებზე მშენებლობის ნებართვების მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.

 

განხორციელებული ცვლილებების თანახმად, თბილისის ისტორიულ უბნებში ნებისმიერი სახის მშენებლობის წარმოებისათვის სავალდებულო გახდა კულტურის სამინისტროს თანხმობა.

 

კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის აგვისტოში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით მიიღო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი