ხელოვნება

ჩინეთში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

30 ივლისი, 2013 • 1377
ჩინეთში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

ქართული კულტურის დღეებში მონაწილეობას ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, “რუსთავი” და “ბათუმი” მიიღებენ მონაწილეობას. ქართული ანსამბლები პირველ კონცერტს 2 აგვისტოს გამართავენ. 3 აგვისტოს ქართული ცეკვის ანსამბლები ჩინეთის “ძინთაის” სცენაზე გამოვლენ. 

 

კულტურის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კულტურის დღეების ფარგლებში დადგეგმილია გიორგი პაჭკორიას მიერ შესრულებული კერამიკის ნაწარმის გამოფენა, რომელიც ქართული ღვინის ჭურჭლის მიბაძვითაა შესრულებული.

 

ქართული კულტურის დღეები ჩინეთში 2 და 3 აგვისტოს გაიმართება და მას ჩინეთის დედაქალაქი პეკინი უმასპინძლებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი