ხელოვნება

აქცია მხატვრის სახლთან “მაგთის” წინააღმდეგ [Photo/Video]

24 ივლისი, 2013 • 1090
აქცია მხატვრის სახლთან “მაგთის” წინააღმდეგ [Photo/Video]

“ტფილისის ჰამქრის”, თბილისზე მზრუნველთა გაერთიანების წევრებს მიაჩნიათ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშენებლობა უნდა შეჩერდეს. ცირა ელისაშვილი, “ჰამქრის” გამგეობის წევრი ამბობს, რომ შენობის ფასადი შეუფერებელია რუსთავლის გამზირის არქიტექტურისთვის. მისი თქმით, კ1 კოეფიციენტი, რომელიც შენობის ფართს (სიგრძესა და სიგანეს) განსაზღვრავს რუსთაველის გამზირისთვის, 0,7 დადგენილია მაშინ,  როცა მერიამ კ1 კოეფიციენტი მშეენბლებს მოთხოვნის საფუძველზე 0,9–მდე გაუზარდა,

 

24 ივლისს, 18:30 წუთზე დაწყებულ აქციაზე მისული ასამდე ადამიანი მოითხოვდა, რომ შეჩერდეს მშენებლობა და ღია კონკურსის წესით აირჩიონ სასურველი პროექტი. აქციის მონაწილეები მშენებარე ობიექტთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჯაჭვი გააკეთეს. 5000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ტერიტორია შპს. “მაგთის” საკუთრებაა. მშენებლობა არქიტექტორ არჩილ ქურდიანის პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.

 

შპს. “მაგთი” იმ ადგილას, სადაც სამი შენობა- “მხატვრის სახლი”, მანანა ორბელიანის სახლი და კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი- იდგა, მრავალფუნქციურ ცენტრს აშენებს. ცენტრში საცურაო აუზი, სამუზეუმო სივრცეები და რესტორანი იქნება თავმოყრილი. მიწისქვეშ 150 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი განთავსდება.

 

“ტფილისის ჰამქარმა” კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიას განცხადებით უკვე მიმართა. კულტურის სამინისტრომ 17 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მშენებარე პროექტი არ მოიწონა. დღევანდელი კანონმდებლობით კულტურის სამინისტროს თბილისის კულტურული ძეგლების მონიტორინგის უფლება არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი