ხელოვნება

“შავი ზღვის ჯაზფესტივალი” ხოსე ჯეიმსის გამოსვლით დაიხურა [video/photo]

22 ივლისი, 2013 • 1522
“შავი ზღვის ჯაზფესტივალი” ხოსე ჯეიმსის გამოსვლით დაიხურა [video/photo]

21 ივლისს ბათუმის კორტებზე “შავი ზღვის ჯაზფესტივალის” ბოლო კონცერტი გაიმართა. მოღრუბლული დღის ბოლოს არ გაწვიმებულა, რამაც მსმენელს საშუალება მისცა, ხელის შეშლის გარეშე ესმინა ხოსე ჯეიმსისა და ლევან კემულარიას ბენდისთვის.

 

კონცერტი 8 საათზე დაიწყო. პირველად სცენაზე ლევან კემულარიას ბენდი გამოვიდა. სცენის წინ ჩამწკრივებული სკამები თითქმის შევსებული იყო, თუმცა მსენელი ჯერ კიდევ მოდიოდა. უკვე შებინდებული იყო, როცა ბენდი დაკვრას მორჩა. ლევან კემულარიამ აუდიროტიას მიმართა, რომ სცენას 12 წლის ქართველ დრამერს გიორგი კაპანაძეს დაუთმობდა.

 

გიორგი კაპანაძემ ერთი კომპოზიცია შეასრულა. სცენის წინ შეკრებილი მაყურებელი მას შეძახილებით ამხნევებდა. სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ მსმენელები კიდევ ესალმებოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მის ასაკთან შედარებით  დახვეწილად უკრავდა.

 

ჯაზის მუსიკის ბოლო საღამოს, დასკვით ნაწილში პანამური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი გამოვიდა. ჯეიმსმა თავის ოთხკაციან ბენდთან (ტაკუია კუროდა- საყვირი, კრის ბოუერსი- კლავიში, სოლომონ დორსი- ბასი, რიჩარდ სპავენი- დრამი) ერთად 10 საათზე დაიწყო გამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ სკამები მსმენელზე ნაკლები იყო, თავისუფალ ადგილს მაინც ნახავდით, რადგან სცენის წინ შეკრებილ მაყურებელს დასაჯდომად არ ეცალა.

 

ხოსე ჯეიმსმა სხვა ნაწარმოებებს შორის Ain’t no sunshine when she’s gone, Come to my door, Trouble, შეასრულა. “შავი ზღვის ჯაზფესტივალის ბოლო კონცერტი 11 საათზე დასრულდა.

 

‘შავი ზღვის ჯაზფესტივალის” ორგანიზატორია “ისთერნ ფრომოუშენს”. შავი ზღვის ჯაზფესტივალი წელს მეშვიდედ ჩატარდა. ორგანიზატორები კიდევ ერთი ფესტივალისთვის, თბილისის მეთექვსმეტე ჯაზფესტივალისთვის ემზადებიან, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი