გაბუნიას თქმით, პიესას სახელწოდება “ტროელი ქალები” ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით დაერქვა. თუმცა, ბერძენი დრამატურგის 2500 წლის წინანდელი ნაწარმოების გარდა, მთავარი შთამაგონებელი ქალთა ფონდ “ტასოს” მიერ 2000–იანი წლების დასაწყისში ჩაწერილი ქალთა ზეპირი ისტორიებია. გაბუნია მაშინ ფონდში მუშაობდა და ამ ისტორიებთან მას შეხება ჰქონდა.

 

ერთი ზეპირი ისტორია სწორედ ამ არქივიდან აიღეს. დათო გაბუნიას თქმით, სპექტაკლი სამ ძირითად მონოლოგზეა დაფუძნებული, რომლებიც ავტორებმა ომისა და ძალადობისა მსხვერპლი ქალებისგან მოისმინეს. უცნობი ქართველი ქალების მოთხრობილ ისტორიებს ისმენს მაყურებელი საათნახევრიან წარმოდგენაში. სპექტაკლში ჩართულია ეპიზოდი ევრიპიდეს ტრაგედიიდან, რომელშიც ანდრომაქეს მოსაკლავად განწირულ შვილთან გამოთხოვება უწევს. ავტორის თქმით, უცნობი ქართველი ქალები, ისევე როგორც მითიური ანდრომაქე, გმირები არიან, რომლებიც ყველაფერთან ერთად ახლობელი ნათესავების დაკარგვის ტკივილთან გამკლავებას ცდილობენ.

 

დავით გაბუნია ამბობს, რომ ამ ქალების ხმა ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ისმის. მას მიაჩნია, რომ “ტროელი ქალები” ფემინისტური ნაწარმოებია, რომელსაც ქალების სათქმელი მაყურებლამდე მიაქვს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *