ხელოვნება

“ოაზისი” მცხეთაში [ფოტო/ვიდეო]

24 ივნისი, 2013 • 2126
“ოაზისი” მცხეთაში [ფოტო/ვიდეო]

ოაზისის” ჰედლაინერები WHOMADEWHO, MOTORAMA, Loudspeakers, Salio, sensey, Mummiy Troll იყვნენ.

 

თათა სადრაძემ, “ოაზისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა განაცხადა, რომ ფესტივალის ორგანიზატორი “ემ ეს ივენთსია”. ფესტივალის ჩატარების იდეა შარშან, ზემფირას კონცერტის მოწყობის შემდეგ დაიბადა, როცა რუსი მომღერლის კონცერტის გენერალური დერექტორი კირილ ხიმიჩევი საქართველოში იყო სტუმრად. ფესტივალის დასახელება “ოაზისი” კირილის იდეაა.

 

მცხეთის თეატრონის პარკი საბჭოთა პერიოდში შეიქმნა. თეატრონის პარკი ბებრის ციხის ძირში გაშლილ ჭალაში, რომელსაც ერთი მხრიდან არაგვი, მეორე მხრიდან კი გზატკეცილი საზღვრავს, მდებარეობს. მისი მთელი ტერიტორია კონცერტის ორგანიზატორებს შემოღობილი ჰქონდათ. ტერიტორიაზე შესვლა, ბილეთიანი მსმენელების გარდა, მოხალისეებსა და აკრედიტაციის მქონე მედიის წარმომადგენლებს შეეძლოთ.

 

ფესტივალისთვის ორი- მთავარი და აკუსტიკური სცენა იყო მოწყობილი. ძირითადი კონცერტი, რომელზეც ე.წ. “ჰედლაინერები” გამოდიოდნენ, მთავარ სცენაზე 8-დან 2 საათამდე იმართებოდა. აკუსტიკური სცენა დღის პირველიდან რვა საათამდე და 2 საათიდან დილის ათ საათამდე მუსიკალურ პერფორმანსებს მასპინძლობდა.

 

მთავარი სცენა მეორესთან შედარებით დიდი იყო. სწორედ ამ სცენაზე იდგნენ მთავარი გამომსვლელები, სადაც მსმენელები იყვნენ შეკრებილი 22 ივნისს, 8 საათზე The Jetbirds-ის გამოსვლის დროს. მსმენელთა დიდ ნაწილს პლედები მინდორზე ჰქონდათ გაშლილი და წამოწოლილი თუ წამომჯდარი კონცერტს უსმენდნენ.

 

The Jetbirds-ის შემდეგ Juveniles, Loudspeakers, Jahkoozi, Motorama, whomadewho დადგნენ სცენაზე. 22 ივნისის კონცერტის ბოლო ნაწილი უფრო მეტად ენერგიული აღმოჩნდა, ვიდრე დასაწყისი. WHOMADEWHO–სა და MOTORAMA–ს გამოსვლამ, რომლებიც 22 ივნისის კონცერტის ბოლო ორი გამომსვლელი იყვნენ, მსმენელებს კიდევ დაუტოვა იმის მუხტი, რომ ღამის 2 საათზე აკუსტიკურ სცენაზე გადაენაცვლათ და იქ ცეკვით ედევნებინათ თვალყური მუსიკალური პერფორმანსიისთვის.

 

თეატრონის ტერიტორია ჯერ კიდევ კონცერტის დაწყებამდე “კარვების ქალაქად” იყო ქცეული. სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში მსმენელს უფლება ეძლეოდა ორდღიან ფესტივალზე ღამე საკუთარ კარავში გაეთია.

 

23 ივნისის მთავარი გამომსვლელები The Balloon Shooters, Sunsay, Salio, mummiy Troll, The Zigzag & co, Dzierzinski bitz იყვნენ.

 

პარკის ტერიტორიაზე ფრენბურთის, ქუჩის ფეხბურთის მოედნები იყო მოწყობილი. არაგვის პირას ე.წ. Wild Beach იყო მოწყობილი. თათა სადრაძის თქმით:

 

“თავიდან ბოლომდე კიდევ არ აგვითვისებია ეს ტერიტორია. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ წელს ბევრად უფრო განსხვავებული იქნება, ვიდრე წელს არის.”

 

თათას თქმითვე, ოაზისი მომავალ წელსაც იგეგმება და ის მცხეთაში გაიმართება. ორგანიზატორები ფესტივალის საიტზე აცხადებდნენ, რომ ფესტივალი 8 ათასი მსმენელისთვის იყო განკუთვნილი. 22 ივნისამდე 5 ათასი ბილეთი გაიყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი