ფესტივალი 14 ივნისს კაფე–რესტორანში “Folk Garden” 19 საათზე დაიწყო. კონცერტის დაწყებამდე რესტორნის ეზოში ფოტოგამოფენა და ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელიც ჯაზფესტივალის ფარგლებში წინა წლებში ჩატარებულ ღონისძიებებს მიეძღვნა.
კონცერტი, რომელზეც დინი ვირსალაძე (ფორტეპიანო), მაია ბარათაშვილი (ვოკალი), რეზო კიკნაზე და მისი ტრიო, მიქაელ ვოსკანიანი (თარი), რაინ სულთანოვი (საქსოფონი), რუთა დაუგირდაითე (ფლეიტა, ბანსური), რუთის გირსკასი (გიტარა, საროდი, სითარი), ETHNO JAZZ QUARTET – ირაკლი ქოიავა (უდუ, პერკუსია) გამოვიდნენ, 20 საათზე დაიწყო.
Kavkaz Jazz არაკომერციული ჯაზფესტივალია საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივალის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ხელი შეუწყოს ჯაზის განვითარებას, შემსრულებლების კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე მათ შემდგომ თანამშრომლობას გულისხმობს. Kavkaz Jazz ფესტივალი ტარდება 2010 წლიდან. წელს მისი პარტნიორები კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია არის.