ხელოვნება

ფესტივალი “საჩუქარი” აღდგა

13 ივნისი, 2013 •
ფესტივალი “საჩუქარი” აღდგა

,,ფესტივალის 16 წლიან ისტორიაში იყო ბევრი მღელვარებით აღსავსე წუთი.. წარმატება და პრობლემა. მაგრამ ის ყოველთვის ახერხებდა დიდი მესიჯის გაგზავნას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამბობდა საკუთარ სიტყვას საერთაშორისო სახელოვნებო ასპარეზზე. ახლა 3 წლის შემდეგ დუმილისა და იძულებული შეფერხების შემდეგ.. ფესტივალი დაბრუნდა ყველაზე დიდი და გავლენიანი პროგრამით, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული თეატრალური კომპანიები და ხელოვანები. ისინი ისევ ისე პირდებიან თბილისს ნამდვილ საჩუქარს და ფესტივალის ძირითდ მოწოდებას : მშვიდობის, პროგრესისა და ერთიანობისკენ ჩვენთან ერთად უგზავნიან მსოფლიოს,”- ნათქვამია ფესტივალის ფეისბუქის გვერდზე.

 

ფესტივალი “საჩუქარი 2013” 13–27 ოქტომბრამდე თბილისში გაიმართება. ფესტივალს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი ახორციელებს. თავად ფესტივალიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობისაა.

 

ხათუნა წულაძის, ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხემძღვანელის თქმით, ფესტივალის ძირითადი მასპინძელი თუმანიშვილის სახელობის თეატრის გარდა რუსთაველისა და გრიბოედოვის თეატრები იქნებიან.

“ამ სამ თეატრებში გაიმართება სპექტაკლები, მაგრამ მასპინძელი არის თუმანიშვილის თეატრი. ძალიან მაღალი დონის, A კლასის ფესტივალი ჩატარდება. ისეთი სახელები ჩამოდიან “

 

ფესტივალის ისტორია 16 წლის წინ დაიწყო. ფესტივალი “საჩუქარი” 1997 წელს ედინბურგის, ადელაიდის, მელბურნის, პერტის საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალების მიერ დაარსდა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან პიტერ ბრუკი, ანჯეი ვაიდა, ვანესა რედგრეივი, მაიკლ კანი, ანდრეი კონჩალოვსკი, ტელმა ჰოლტი არიან.
 

“საჩუქარი” ბოლო სამი წლის მანძილზე არ ჩატარებულა. ხათუნა წულაძის თქმით, ფესტივალის ორგანიზებას თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო უჭერდნენ მხარს. თუმცა, 2009 წელს მერიამ თანხები თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებისთვის გამოჰყო და “ფესტივალ საჩუქარის” ჩასატარებლად “გროშები” დარჩა:

 

“ქეთი დოლიძემ ბევრჯერ ისაუბრა იმაზე რომ, პირადად გიგი უგულავამ წაართვა ეს ფესტივალი. ოქტომბრის თვეში ჩასვეს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ძალიან დიდი თანხა იხარჯებოდა ამაზე. ეს გააკეთეს მათ იმის ხარჯზე, რომ ოქტომბრის თვეში როცა ტრადიციულად იმართებოდა ფესტივალი საჩუქარი. შესაბამისად ფესტივალი საჩუქარი ამის გვერდით ვეღარ იარსებებდა”

 

ხათუნა ამბობს, რომ პრემიერ–მინისტრის და ახალი მთავრობის ინიციატივით ფესტივალი საჩუქარი აღდგა. წელს მისი მხარდამჭერი და დონორი საქართველოს კულტურის სამინისტროა. კულტურის სამინისტრომ 200 ათასი ლარი გამოჰყო. “200 ათასი ძალიან მცირე თანხაა. სამჯერ მეტი მოსაძიებელი იქნება, თუ მეტი არა,”–ამბობს ხათუნდა და სძენს, რომ პოტენციური დამფინანსებლები სხვადასხვა ორგანიზაციები იქნებიან, რომლებიც ამგვარი პროექტების განხორციელებას მხარს უჭერენ.

ეს ფესტივალი ყველაზე კარგად წარმოაჩენს ქვეყნის უნიკალურ თეატრალურ კულტურას. მისი დაარსების ისტორია 1997 წლიდან იწყება და ედინბურგის, ადელაიდის, მელბურნის, პერტის საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალებს უკავშირდება. ოქტომბერში ჩვენი დედაქალაქი მშვიდობის, პროგრესისა და ერთიანობის ხმას მიაწვდის მსოფლიოს,“- ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

 

პროგრამის საბოლოო სახე ჯერ დაზუსტებული არ არის. თუმცა უკვე გარკვეულია, რომ თბილისში დაგეგმილი ღონისძიების ძირითადი სტუმრები იქნებიან: Théâtre des Bouffes du Nord პიტერ ბრუკის სპექტაკლით “Le Costume”, დიმიტრი კრიმოვი, საშა ვალცი, ირინა ბრუკი და სხვები.

 

ფესტივალის პროგრამაში დიმიტრი კრიმოვის ოთხი ნაწარმოებია შეტანილი:

„КАТЯ, СОНЯ, ПОЛЯ, ГАЛЯ, ВЕРА, ОЛЯ, ТАНЯ…“ ივან ბუნინის მიხედვით
დადმულია მეერჰოლდის ცენტრთან ერთად
რეჟისორი დიმიტრი კრიმოვი
(მოსკოვი, რუსეთი)

„ჟირაფის სიკვდილი“
რეჟისორი დიმიტრი კრიმოვი

„ოპუსი ნომერი 7“
რეჟისორი დიმიტრი კრიმოვი

პრემიერა ფესტივალზე „საჩუქარი“
„სამი და“
რეჟისორი დიმიტრი კრიმოვი

 

დიმიტრი კრიმოვი 1954 წელს დაიბადა მსოფლიო თეატრის წევრების ანატოლი ეფროსისა და ნატალია კრიმოვას ოჯახში. კარიერა სცენოგრაფიით დაიწყო. მისი გრაფიკული, კონცეფტუალური ნამუშევრები და ინსტალაციები გამოფენილია ტრეტიაკოვის გალერეასა და ლონდონის ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში, ვატიკანის მუზეუმსა და ინახება კერძო კოლექციებში მსოფლიოს გარშემო. დიმიტრი სარეჟისორო კარიერის დაიწყებამდე, მან 100-მდე სპექტაკლი რუსეთსა და მის ფარგებს გარეთ გააფორმა.

მის ნამუშევართა შორის ყველაზე ხმაურიან სპექტაკლებად გამოარჩევენ „დაუმთავრებელი ამბები“ (Недосказки), „დემონი. ხედი მაღლიდან“ (Демон. Вид сверху), „ტარარაბუმბია“ (Тарарабумбия) ჩეხოვის ნაწარმოებების მიხედვით, „სერ ვანტეს. დონკი ხოდ“ („დონ კიხოდის“ მიხედვით), „პარიზში“ (მიხეილ ბარიშნიკოვის ხელოვნების ცენტრთან ერთად), „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (სამეფო შექსპირის დასის შეკვეთა), Opus № 7და სხვა.

ირინა ბრუკის “კუნძულის ტრილოგია“ ფესტივალის “საჩუქარი” პროგრამაშია შეტანილი.

ირინა ბრუკის „დრიმ თეატრი“
ტრილოგია:
ქარიშხალი – უილიამ შექსპირი
ოდისეა – ჰომეროსი
მონათა კუნძული – პიეღ მარივო
(პარიზი, საფრანგეთი)

ირინა დაიბადა პარიზში და მამის, პიტერ ბრუკის, თეატრის – Theatre des Bouffes du Nord კედლებში გაიზარდა. თეატრში, რომელსაც თანამედროვე ხელოვანთა იერუსალიმადაც მოიხსებენ კრიტიკოსები. მისი დედა, მსახიობი ნინა პარი, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მისი ოცნების, ცხოვრების მიზნის თუ უბრალოდ, პროფესიის არჩევაში.

 

ირინა ბრუკის სარეჟისორო კარიერა გაგრძელდა პარიზშიც, მისმა საერთაშორისო მოგზაურობამ ტოკიოში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში და წარმატებულმა მოღვაწეობამ ბობინის Théâtre de MC93 და პარიზის Théâtre de l’Oeuvre ირინას მოლიერის პრემია მოუტანა როგორც საუკეთესო რეჟისორს.

კულბერგ ბალეტი ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენით „მაღალი ქუსლებიც“ (სტოკჰოლმი, შვედეთი) თბილისელი მაყურებელის წინაშე.
 

ბირგიტ კულბერტმა პირველი წარმოდგენა 27 წლის ასაკში დადგა. მანამდე მან ისწავლა ხატვა, სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ლიტერატურა. შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოთხი წელი ივარჯიშა გერმანელ ქორეოგრაფთან კურტ იოსთან, „ტანცთეატრის“ დამფუძნებელ მამასთან და პინა ბაუშის მაწსავლებელთან.

ბირგიტ კულბერგი სტოქჰოლმის სამეფო ოპერისა და ბალეტის თეატრის ქორეოგრაფი გახდა, სტოქჰოლმის ქალაქის თეატრის ხელმძღვანელი. 1960-აინ წლებში დაფუძნებული „კულბერგის ბალეტი“ კი ბირგიტმა არა მხოლოდ საკუთარ სავიზიტო ბარათად, არამედ „კულბერგის სკოლად“ დაუტოვა მსოფლიოს.

 

მოცეკვავე და ქორეოგრაფი საშა ვალცი ფესტივალზე საშა ვალცი და სტუმრები „თრეველოგ I – რვას აკლია ოცი წუთი“ (ბერლინი, გერმანია) იქნება წარმოდგენილი.

 

ქორეოგრაფიის ხელოვნებას საშა ამსტერდამში დაეუფლა და მუშაობა 1986-7 წლებამდე ნიუ იორკში განაგრძო. ევროპაში დაბრუნების შემდეგ იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა ქორეოგრაფთან, 1993 წლიდან კი ბერლინში მოიკიდა ფეხი და მუსიკოსებთან, მხატვრებთან და მოცეკვავეებთან ერთად საკუთარ მასალას ამზადებდა, რომელიც პირველ დამოუკიდებელ განცხადებად და სამყაროს სავიზიტო ბარათად დაუტოვა. „თრეველოგ ტრილოგია“ საშა ვალცის სავიზიტო ბარათია და იგი თბილისელი მაყურევლისთვის ფესტივალზე „საჩუქარი“ იქნება ნაჩვენები.

 

Théâtre Des Bouffes Du Nord და პიტერ ბრუკი წარმოგიდგენთ
„კოსტიუმი“ აფრიკელი ავტორის კემ თემბას პიესის მიხედვით
რეჟისორი პიტერ ბრუკი (პარიზი, საფრანგეთი)

WHS თანამედროვე ცირკი ჰელსინკიდან
ვიზუალური თეატრის მაგიური წარმოდგენები
„სიჩქარე ბრმაა“
„განშორება“
(ჰელსინკი, ფინეთი)

Compagnie des Quidams
ჰარვის სიზმარი
(პარიზი, საფრანგეთი)

EL Macareno
ფლამენკო ესპანეთიდან
მალაგა

DOBREK BISTRO
მუსიკალური ჯგუფი ავსტრიიდან (ვენა)
კრისტოფ დობრეკ, აკორდიონი (პოლონეთი)
ალიოშა ბიზ, ვიოლინო (რუსეთი)
ლუის რიბეირო, პერკუსია (ბრაზილია)
საშა ლაკნერ, ბასი (ავსტრია)

თეატრალური კომპანია ომირკონ 2
„ფერმა“
ჯორჯ ორველის „ცხოველების ფერმის“ მიხედვით
რეჟისორი სტავროს ცაკირისი
(ათენი საბერძნეთი)

„კარაგოზ“
თოჯინების თეატრი თურქეთიდან

იოზას მილკინისის სახელობის პანი ვეჟისის თეატრი
„გამარჯობა, ხალხო!“ ნოდარ დუმბაძის მიხედვით
პოლონეთი

იაროსლავის კამერული თეატრი
პიტერ სუეტის „ინტერვიუ“
რეჟისორი ვლადიმერ ვორონცოვი

„სული“ (მონოსპექტაკლი)
იმპროვიზაცია ედუარდ ოლბის და ტენესი უილიამსის მიხედვით

 

ფესტივალის დაწყებამდე 4 თვე დარჩა. ფესტივალის ორგანიზატორები პროგრამის დაზუსტებას და მრავალ სიახლეს ჰპირდებიან მაყურებელს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი