ფესტივალ “ოაზისს” ხუთი მთავარი ჰედლაინერი Мумий Тролль, Sunsay-ი, გერმანული ჯგუფი Jahcoozi, გერმანული ელექტრონული ჯგუფი WhoMadeWho, ქართული ბენდი LOUDspeakers ეყოლება. ჩამოთვლილი ჯგუფების გარდა ფესტივალში Juveniles, ფრანგი synth-poppers, Motorama, Dzierzynski Bitz, ქართული ჯგუფი The Jetbird მონაწილეობენ.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ოაზისი” 22–23 ივნისს მცხეთაში, პარკ თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
ფესტივალ Oasis-ის ორგანიზატორების თქმით, მსმენელს ფესტივალის განმავლობაში ქართული და ევროპული ბენდების განსხვავებული და საინტერესო მუსიკის მოსმენის საშუალება მიეცემათ. 22 –23 ივნისს მცხეთაში მოეწყობა შემოქმედებითი ვორქშოფები, სპორტული ღონისძიებები, როგორც ბავშებისათვის ასევე სრულწლოვანთათვის. მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდება მოლაშქრეთა ზონა. დაცული პარკინგი და კვების ობიექტები ხელს შეუწყობს ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს, რომ კომფორტულ გარემოში გაატარონ ორი დღე ქალაქ მცხეთაში.