ჩარლი ჩაპლინი, ფრიდა კალო, მე-5 ელემენტი, ძველი თბილისი – ეს ის თემებია, რაზეც იმპროვიზაციები დამწყებმა დიზაინერებმა თავიანთ კოსტიუმებში გააკეთეს. ზოგიერთი მათგანი მომავალმა მსახიობებმა წარადგინეს.
„ფილმი წარმოუდგენელია მხატვრისა და კოსტიუმების დიზაინერის გარეშე. ვფიქრობ, რეჟისორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სფეროში მომუშავე თავიანთი პერიოდის ახალგაზრდებს იცნობდნენ. ვიმედოვნებ, მსგავსი ღონისძიებები ფესტივალის ფარგლებში ტრადიციად იქცევა და კარგი იქნება, თუ მომდევნო წელს კონსერვატორიაც შემოგვიერთდება,“– ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პერფომანსის იდეის ავტორი ჯაბა სიხარულიძე.