Deep Purple-ის წევრები იან გილანი, სტივ მორსი, იან პაისი, დონ აირეი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13: 20 წუთზე ჩამოფრინდნენ. მათ ქართველი თაყვანისმცემლები დახვდათ. შპს “ალტერვიჟენ ჯგუფის” მიერ ორგანიზებული კოლონა დინამო არენადან 12:30 წუთზე დაიძრა.
Deep Purple-ის თავყვანისმცემლებმა 11 საათიდან დაიწყეს შეკრება. შეკრებილი ადამინები ოთხ ავტობუსში განაწილდნენ. მათ დაემატათ მძღოლები და ოცამდე ბაიკერი, რომლებიც ავტობუსების კოლონას წინ მიუღოდნენ. ავტობუსებზე დამონტაჟებული დინამიკებით კი ქუჩაში გამვლელებს 5 ივნისს დაგეგმილ Tbilisi Open Air-ის კონცერტზე დასასწრებად ბილეთების შეძინასისკენ მოუწოდებდნენ და Deep Purple–ის თბილისში ჩამოსვლას ატყობინებდნენ.
აეროპორტში ჩამოსულ სტუმრებს გულშემატკივრები შეძახილებით შეხვდნენ. მათი უმეტესობას ავტოგრაფის აღება სურდა. რამდენიმემ მოახერხა, ხოლო მათ, ვინც ვერ მოახერხეს, ავტომობილებს დაედევნენ ავტოგრაფისთვის. თუმცა, უშედეგოდ.
გულშემატკივრების კოლონა კვლავ უკან დაიძრა დინამო არენასკენ, სადაც მათ შეპირებული 60%–იანი ფასდაკლების ბილეთები მიიღეს. ხოლო მძღოლებმა და ბაიკერებმა 90- ლარიანი ბილეთები უფასოდ მიიღეს. ბილეთების ფასი 40–200 ლარამდე მერყეობს. ბილეთების გაყიდვა ჯერ არაა დასრულებული.
16:00 საათზე “შერატონ მეტეხი პაკლასში” Deep purple–ის წევრებმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. პრესკონფერენცია 20 წუთს გაგრძელდა.
ჟგუფის წევრებმა ისაუბრეს 5 მაისს დაგეგმილ კონცერტზე. Tbilisi Open Air “ალტერვიჟენ ჯგუფის” მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2009 წლიდან ტარდება. Deep Purple–ის გარდა ფესტივალში Infected Mushroom, Tricky, The Subways, Black Stroke, Kid Jesus, Modeselektor მონაწილეობენ.
კონცერტი ხვალ, 5 მაისს იწყება. სცენაზე პირველი Kid Jesus გამოვა.