ხელოვნება

ფესტივალი ამირანი – ცხოვრება საერთაშორისო კინოში [Photo]

4 ივნისი, 2013 •
ფესტივალი ამირანი – ცხოვრება საერთაშორისო კინოში [Photo]

მუსიკალური ბენდი ქამელეონი
მუსიკალური ბენდი ქამელეონი

რომ არა დროულად გადაღებული წვიმა, თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში გაჭიმული Red Bull-ის კარავი მოსულ სტუმრებს ვერ დაიტევდა. სტუდენტურ კინოფესტივალს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქვეყნის, ასევე – საერთაშორისო მასშტაბით. პროექტი თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.  

ფესტივალ ამირანის გახსნა, 2013 წლის 3 ივნისი
ფესტივალ ამირანის გახსნა, 2013 წლის 3 ივნისი

 

გოდერძი ჩოხელის, ტატო კოტეტიშვილის, ნანა ჯანელიძის, ნანა ჯორჯაძისა და დიტო ციცაძის ინიციატივით, 1978 წელს დაარსებულმა  ფესტივალმა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად შეწყვიტა არსებობა. 2007 წელს კი კვლავ აღდგა და წელს უკვე მეშვიდედ, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. 

 

ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე საკონკურსო ფილმების ჩვენება გაიმართა. 60-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი ფილმიდან შერჩეული 36 კინოსკოლის 61 ნამუშევარი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მათ შორის არის ქართული ფილმებიც.

 

„ეს ფესტივალი იძლევა იმის საშუალებას, რომ შედარებითი ანალიზი გავუკეთოთ ჩვენსა და სხვა კინოსკოლების ნამუშევრებს,’’ – ამბობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი. 

One short movie-ის პრეზენტაცია
One short movie-ის პრეზენტაცია

 

ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში ოფიციალურ გახსნამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა. ONE SHOT MOVIE – ფილმის 1 უწყვეტ კადრად გადაღება უკვე მესამე წელია, რაც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. იგი ფეტივალის ქართველ და უცხოელ სტუმრებს აერთიანებს  გამოცდილების  გასაზიარებლად და ერთობლივი კო-პროდუქციის შესაქმნელად.

 

„ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ საერთაშორისო კინოს ცხოვრებაში. ამ ფესტივალით მათი კინემატოგრაფიული ბედი იჭედება,“ -ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, ნანა ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ფესტივალზე გამარჯვება – „ვის ფილმსაც შეარჩევენ, მას საინტერესო კინემატოგრაფიული ცხოვრება ელოდება.“

ჯაბა სიხარულიძე და ნანა ჯანელიძე
ჯაბა სიხარულიძე და ნანა ჯანელიძე

 

სიმბოლურია, სტუდენტურ ფესტივალს უკვე ცნობილი რეჟისორების ერთ-ერთი პირველი ნამუშევრით ხსნიან. ეს ტრადიციად უკვე მე-7 წელია იქცა. 

 

სტუდენტებში ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ამაღლება კინფესტივალ „ამირანის“ მთავარი მიზანია, რომელიც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში კიდევ რამოდენიმე დღე გაგრძელდება და 7 ივნისს კვლავ მეორე კორპუსის ღია სივრცეში საზეიმოდ დასრულდება.

ფესტივალი ამირანი, 2013 წლის ივნისი
ფესტივალი ამირანი, 2013 წლის ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი