ხელოვნება

Deep Purple–ს ფანები აეროპორტში დახვდებიან

3 ივნისი, 2013 •
Deep Purple–ს ფანები აეროპორტში დახვდებიან

4 ივნისს, 11:00 სთ-დან დინამო არენასთან Deep Purple ქართველი ფანების შეკრება დაიწყება. სპეციალური აქცია TBILISI OPEN AIR-მა ერთგული მსმენელების თხოვნით მოაწყო. მელომანების კოლონა ფესტივალის ავტობუსებითა და მანქანებით დაიძვრება აეროპორტისკენ. კოლონას წინ რამდენიმე ათეული მოტოციკლი წარუძღვება.

 

ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციაზე მოსული ადამიანები 60%–იან ფასდაკლებას მიიღებენ ფესტივალის ბილეთებზე, რომელიც იმ დღესვე უნდა გაანაღდონ. ხოლო ის ადამიანები, ვინც საკუთარი ავტომობილით მივლენ, 90-ლარიან ბილეთს უფასოდ მიიღებენ.

 

Deep Purple 4 ივნისს თბილისის აეროპორტში 15:20-ზე ჩამოვა. 16:00-ზე სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში”, მეათე სართულზე Deep Purple–ის პრესკონფერენცია გაიმართება.

 

კონცერტის დღეს, 5 ივნისს, დინამო არენას შესასვლელები 4 საათზე გაიღება. პირველი არტისტი KID JESUS – Altervision Group-ის ყოველწლიური მუსიკალური პროექტის, Tbilisi Newcomers 2012-ის გამარჯვებული ბენდი, სცენაზე 17 საათზე გამოვა.

17:50 – BLACK STROBE – პარიზში დაარსებული ბენდი, რომელიც ცნობილი გახდა ფილმებისა და სერიალებისთვის დაწერილი საუნდტრეკებით  (The Walking Dead; Rocknrolla).

18:45 THE SUBWAYS – ბრიტანული ბენდი, არაერთი მასშტაბური ფესტივალის ჰედლაინერი. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა გაი რიჩის ფილმმა, Rocknrolla -მ მოუტანა, მას შემდეგ, რაც მათი სიმღერა Rock n roll queen ფილმის საუნდტრეკი გახდა.

20:00 – INFECTED MUSHROOM – ყველაზე გაყიდვადი ელექტრონული ბენდი ისრაელიდან, ცნობილია ამერიკასა და ევროპაში. ჯგუფი ბილბორდისა და სხვადასხვა მუსიკალური ჩარტების მრავალგზის ლიდერია.

21:30 – DEEP PURPLE  – ჰევი მეტალისა და თანამედროვე ჰარდ-როკის მეგავარსკვლავები, 100 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით. ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.

23:15 – TRICKY – ლეგენდარული ინგლისელი არტისტი, მუსიკალური მიმდინარეობა თრიფ ჰოპის (TRIP HOP) და ძალიან ცნობილი ჯგუფის, MASSIVE ATTACK-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.  მისი ალბომი ‘Maxinquaye’ მუსიკალური დაჯილდოება მერკურის ნომინანტია და NEW MUSIC EXPRESS-ის მიერ წლის ალბომადაა აღიარებული. ხოლო 5 ივნისს მელომანები მის ახალ სტუდიურ ჩანაწერს მოისმენენ სახელწოდებით ”False Idols”.

00:20 – MODESELEKTOR – ბერლინური ბენდი, რომელიც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის თრენდმეიქერია. დუეტი თანამშრომლობს RADIOHEAD-ის ვოკალისტ ტომ იორკთან, რომელთანაც ჩაწერილი აქვს 3 ტრეკი.

ბილეთების შეძენა კვლავ შესაძლებელია დინამო არენას სალაროებში. ბილეთების გაყიდვა ფესტივალის დასრულებამდე გაგრძელდება. ფესტივალზე დასასწრები ბილეთი სამაჯურია, მასზეა მითითებული უნიკალური QR-კოდი. სამაჯური მყიდველმა მხოლოდ ფესტივალის დღეს უნდა გაიკეთოს, რადგან ერთჯერადი მოხმარებისაა და მისი დაზიანება ბილეთის გაუქმებას გამოიწვევს, ხოლო არასწორად გაკეთების შემთხვეაში კონტროლის ხელახალი გავლა მოუწევს.

დინამო არენა ზონებადაა დაყოფილი. მაყურებელს არ აქვს უფლება ზონიდან ზონაში გადაადგილდეს. თითოეულ ზონაზე განთავსებული იქნება ბარი. სტადიონის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტები ხელმისაწვდომია ყველა ზონაში მყოფი სტუმრებისთვის.

 

TBILISI OPEN AIR არის კომპანია „ალთერვიჟენ ჯგუფის“ ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 2009 წლიდან ტარდება. ფესტივალის 5-წლიან ისტორიაში მუსიკალური პროგრამა წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბურია. TBILISI OPEN AIR 2013 სლოგანით- ”მუსიკა ათავისუფლებს”, მოიცავს ყველა მუსიკალური ჟანრისა და ასაკის მსმენელს

მასალების გადაბეჭდვის წესი