კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა გამომცემლობის ახალი წიგნები განსაკუთრებული ფასდაკლებით გაიყიდება. აქციის მონაწილე, რომელიც 100 ლარის ღირებულების წიგნებს შეიძენს, მაგრამ იმ მომენტისთვის ვერ მოახერხებს თანხის სრულად დაფარვას, ისარგებლებს თანხის დაფარვის ერთთვიანი განვადებით. განვადებით სარგებლობისათვის საკმარისია პირადობის მოწმობის წარმოდგენა.
გამოფენა-გაყიდვა ყოველდღე ქალაქის სხვადასხვა ადგილებში 15:00 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება 20:00 საათამდე.
2 ივნისი – პრესკაფეს წინ სკვერი; აქციის ფარგლებში, 2 ივნისს, 14:00 საათზე პრესკაფეში გაიმართება დისკუსია – ლიტერატურა და სამოქალაქო საზოგადოება. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს მწერალი, დათო ტურაშვილი;
3 ივნისი – ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სკვერი (მ. აბაშიძის გამზირი);
4 ივნისი – უნივერსიტეტის წინ, ბულვარში;
5 ივნისი – „პივზავოდის“ უბანი – ინასარიძის ქუჩა, სკვერი;
5 ივნისი – ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს მდებარე სკვერი;
6 ივნისი – 6 მაისის პარკი.
გამოფენა-გაყიდვის კვირეულს პრესკაფეში 7 ივნისს, 20:00 საათზე გიორგი ხასაია (ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი) დახურავს.
გამოფენა-გაყიდვის კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება პრესკაფეს ფეისბუქის გვერდზე (ფეისბუქში ქართული შრიფტით აკრიფეთ: პრესკაფე და სადისკუსიო კლუბი ბათუმში, მოიწონეთ გვერდი და მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას). გთხოვთ, დარეგისტრირდეთ და მოგვწეროთ თქვენი სურვილები, რა წიგნები გინდათ შეიძინოთ გამოფენა-გაყიდვის კვირეულზე. გამოფენა-გაყიდვის კვირეული ტარდება „პრესკაფეს“ ორგანიზებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: მის.: ბათუმი, მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 2/1. მობ.: 599 74 56 05.