ხელოვნება

მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები

18 მაისი, 2013 •
მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი  ღონისძიებები

პროგრამა:


უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

 

12:00 – თამარის დარბაზში პერფორმანსი ბერძნული მითოლოგია – ევროპული სკოლის მოსწავლეების შესრულებით;

 

13:00 სთ. – უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტირებული და რეექსპონირებული სამუზეუმო შენობის გახსნა. განახლებული ექსპოზიცია მომზადებულია ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამუზეუმო კოლექციების მართვის სამსახურის მიერ;

 

11:30 სთ. და 14:00 სთ. ინფო ტური მუზეუმ-ნაკრძალის პოპულარიზაციის მიზნით საგანმანათლებლო სექტორისთვის და პრეზენტაცია;

 

“სავაჭრო-სატრანზიტო („აბრეშუმის”) გზაზე მდებარე უფლისციხე მნიშვნელოვან უძველეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. უფლისციხეში რამდენიმე საათით აღდგება ძველი ფუნქცია – გამოიფინება რეგიონისთვის დამახასიათბელი თექის ნაწარმი და სხვა ხელნაკეთი ნივთები. მთელი დღის განმავლობაში დამთვალიერებლისთვის ეთნოკულტურის პოპულარიზაციის მიზნით აკაციის ხეივანში ისტორიულ ხესთან პურის ცხობის ძველი ტრადიციები გაცოცხლდება და მოეწყობა ღვინის დეგუსტაცია”–ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

 

18 მაისი – 12:00 სთ. – მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ნოქალაქევი, საქართველოს ისტორიის სიამაყე”;

 

18 მაისი – 15:00 – ნოქალაქევის საჯარო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი;

 

21 მაისი – 12.00 სთ.სპორტული ღონისძიება – ,,მხიარული სტარტები’’ მონაწილეობენ ნოქალაქევის საჯარო სკოლის უფროსკლასელები;

 

23 მაისი 11:00 სთ წმინდა ალექსი ბერი (შუშანია) და მისი სავანე. პროექტს წარმოადგენენ ნოქალაქევის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები.

 

ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

 

,,ვარძია და მისი იდენტური მატერიალურ-კულტურული ძეგლები საქართველოში” – კონფერენცია.

 

გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

 

მუზეუმის როლი ქვეყნის ისტორიის წარმოჩინებასა და პოპულარიზაციაში, ექვთიმე თაყაიშვილის წვლილი სამუზეუმო საქმიანობაში. – კონფერენცია.

 

გრემის მუზეუმი

 

,,18 მაისის მნიშვნელობა” და ,,თანამედროვე მუზეუმის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კვლევისა და პოპულარიზაციის საქმეში” – კონფერენცია. მუზეუმის დათვალიერება და მათარსას ეკლესიის და აბანოს მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქცია.

 

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი


მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონეფერენცია

 

XX საუკუნის I ნახევარში მოღვაწე სასულიერო პირები;

 

ექვთიმე თაყაიშვილი – წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი;

 

სოფელ საკირის ტოპონიმის საკითხისათვის;

 

ბორჯომი 100 წლის წინ – სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტოებზე.

 

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი

 

13:00-14:00 სთ. – ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის ჯემალ მეხრიშვილის ,,გათავისუფლება” პრეზენტაცია;

 

12:00-12:30 სთ. – ,,მუზეუმების როლი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში”. კონფერენცია;

 

15:00-16:30 სთ. ლიტერატურული საღამო – ,,ცოტა რამ ფიროსმანზე”.

 

ქუთაისი ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

 

,,გვახსოვდეს ფესვები ჩვენი”

 

12:00 – დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალურ მუზეუმში სტუდენტ-მედიკოსებისა და ლექტორებისათვის ჩატარდება ლექცია დიმიტრი ნაზარიშვილის ღვაწლის შესახებ;

 

14:00 – დიმიტრი ნაზარიშვილის საფლავის პატივგება (მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი).

 

“19 მაისს ,,ნაცნობი და უცნობი კულტურული მემკვიდრეობა” მუზეუმ-ნაკრძალის პოპულარიზაციისათვის ტელეკომპანია ,,რიონის” ყოველკვირეულ გადაცემა ,,7 დღის” ფორმატში (19:00) მომზადდება ათწუთიანი ერთობლივი სიუჟეტი.27 მაისი ,,მუზეუმი ღია ცის ქვეშ” ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ქუთაისში არსებული მუზეუმების პოპულარიზაციისათვის მოეწყობა საინფორმაციო გამოფენა. სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი ,,თაობათაშორისი კავშირი” – პრეზენტაცია. ნაჩვენები იქნება ფილმი მოხევეთა და ინგუშთა ურთიერთობის შესახებ. ფილმის მონაწილენი შეხვდებიან, ასევე, ინგუშ სტუმრებს. აღდგება კავშირი საზოგადოებასთან და მის ისტორიასთან. დაისახება სამომავლო გეგმები. ღონისძიებაზე მოწვეულია საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი ინგუშეთიდან”– ნათქვამია გავრცლბულ ინფორმციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი