ხელოვნება

ნიღბების თეატრის რეაბილიტაციისთვის 600 ათასი ლარი გამოიყო

18 აპრილი, 2013 • • 1877
ნიღბების თეატრის რეაბილიტაციისთვის 600 ათასი ლარი გამოიყო

“ნიღბების თეატრის” შენობის რეაბილიტაციის პროექტი დღეს, 18 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს.
როგორც ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი აცხადებს, ეს თანხა”სახელმწიფოს ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” გამოიყო:

 

“მოვიწვიეთ კონსტრუქტორები, რომლებიც ამ შენობის კონსტრუქციულ მდგრადობას დაადგენენ. აღსადგენად რამდენად მდგრადია, მათი დასკვნის შემდეგ გვეცოდინება. თუ აღდგენა არ მოხერხდება, მაშინ აშენება მოგვიწევს.”

 

ჭანჭალეიშვილი ასევე განმარტავს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, აღდგენის შემდეგ რა ფუნქცია ეგნება შენობას:

 

ნიღბების თეატრი
ნიღბების თეატრი

“ახლა ვმსჯელობთ ამაზე, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ერთი ვარიანტია, იქ განთავსდეს ნიღბების თეატრი და საკონცერტო დარბაზი. მეორე ვარიანტს კეთილმოწყობის სამსახური უჭერს მხარს. კერძოდ, გვინდა შენობა აღვადგინოთ და კინომუზეუმს გადავცეთ, რომელიც ამჟამად შენობის გარეშეა დარჩენილი და დროებით გალერეაშია. გავაკეთებდით კინოდარბაზს, სადაც არაკომერციული მიზნით მოეწყობა ფილმების ჩვენება. მესამე ვარიაანტია საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრის განთავსება, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციები განთავსდებიან.”

 

ჭანჭალეიშვილი მიიჩნევს, რომ ნიღბების თეატრი კულტურული გაერთიანებაში უნდა შევიდეს და სახელმწიფო დაფინანსება მიეცეს:

 

“ამჟამად ნიღბების თეატრი ოპერის თეატრშია განთავსებული, შეიძლება ის შევიყვანოთ აიპ-ში, რამდენიმე ითახი გამოვუყოთ რეპეტიციებისთვის და ოპერაში ჩაატარონ ხოლმე სპექტაკლი. ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს ნიღბების თეატრს, ძალიან მოთხოვნადია და იმ ძველ შენობაში ფიზიკურად ვერ ეტეოდნენ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი