ფესტივალს საფუძველი 1997 წელს „კავკასიის საერთაშორისო ფონდის” ინიციატივით ჩაეყარა. წლების განმავლობაში ვიდეოფესტივალის ფარგლებში ეწყობოდა მსოფლიოში ცნობილი თეატრალური დადგმების რეტროსპექტივა, შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრები. ფესტივალი, აგრეთვე, მასპინძლობდა თეატრის სახელგანთქმული თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსების მასტერკლასებსა და ვორქშოფებს.
2013 წლის ვიდეოფესტივალი 27 მარტს, 12:00 საათზე, თეატრის საერთაშორისო დღის მილოცვით გაიხსნება, რომლის ავტორიც იტალიელი დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი დარიო ფოა. მსგავს მილოცვებს ყოველ წელს ტრადიციულად თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი ავრცელებს.
ვიდეოფესტივალის პროგრამის დაწყებამდე ნაჩვენები იქნება ვიდეორგოლი, რომელშიც დარიო ფოს მისალოც ტექსტს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტში გაწევრიანებული ხელოვანებიც წაიკითხავენ, საქართველოდან – მსახიობი ზურა გეწაძე.
ვიდეოფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალის პროგრამა კი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

