ხელოვნება

თემურ ჩხეიძე რობერტ სტურუასთან თანამშრომლობას არ გეგმავს

4 მარტი, 2013 • 1964
თემურ ჩხეიძე რობერტ სტურუასთან თანამშრომლობას არ გეგმავს

მან სამომავლო გეგმების შესახებ თბილისის “რია ნოვოსტის” პრესცენტრში ისაუბრა.


ჩხეიძე პეტერბურგის “რია ნოვოსტის” ოფისიდან ჩაერთო, ჟურნალისტები კი კითხვებს  თბილისიდან, პეტერბურგიდან და მოსკოვიდან უსვამდნენ. 

 

ჩხეიძეს ისევ არ დაუკონკრეტებია მიზეზები, რატომ გადაწყვიტა პეტერბურგში ტოვსტონოგოვის თეატრის ხელმძღვანელის პოსტის დატოვება. 

 

“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამაში არავის ვადანაშაულებ, ყველაფერი ჩემი მიზეზით მოხდა. ჩემს წამოსვლაში ტრაგიკულს არაფერს ვხედავ,”- განაცხადა ჩხეიძემ. 

 

როგორც ჩხეიძე ამბობს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ არანაირი ხელმძღვანელი პოსტის დაკავებას არ გეგმავს.

 

“მხოლოდ სპეკტალკებს დავდგამ, ასევე მინდა ჩემი სტუდია გავაკეთო, სადაც ახალგაზრდა რეჟისორებსა და დრამატურგებს ვასწავლი.”

 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ შეთავაზების შემთხვევაში სპექტაკლები რუსეთშიც დადგას. 

 

კითხვაზე, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გეგმავს თუ არა რობერტ სტურუასთან თანამშრომლობას, ჩხეიძე ამბობს, რომ ამაზე არ უფიქრია. 

 

“მე და რობერტ სტურუას თანამშრომლობაზე არ მიფიქრია, განსხვავებული მანერა აქვს, შესაბამისად, ერთად მუშაობა ვერ წარმომიდგენია. თუმცა იგივე კითხვით კარგი იქნება, თავად სტურუასაც თუ მიმართავთ.”

 

ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თემურ ჩხეიძემ რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა.

 

ჩხეიძე 1991 წლიდან მოღვაწეობს დიდ დრამატულ თეატრში, რომლის  მთავარი რეჟისორი 2004 წელს გახდა. 2010 წელს დააჯილდოვეს გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის პრემიით თეატრალური ხელოვნების განვითარებაში უდიდესი წვლილისთვის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი