ხელოვნება

თემურ ჩხეიძე რუსეთში ტოვსტონოგოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს

28 თებერვალი, 2013 • 1858
თემურ ჩხეიძე რუსეთში ტოვსტონოგოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს

თემურ ჩხეიძე
თემურ ჩხეიძე

თეატრის პრესსამსახურის ცნობით, ჩხეიძე მისი წასვლის შესახებ კომენტარს არ აკეთებს: “მას ჯგუფისთვის არც კი გუნაცხადებია ეს. ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ეს პირადად მისგან არავის სმენია. მალე ჩვენ “ოჯახურ” წრეში შევიკრიბებით და ის ამის შესახებ გამოგვიცხადებს,” – უთხრეს “ინტერფაქსს” თეატრის პრესსამსახურში.

 

რუსეთის კულტურის სამინისტრო ორ თვეში დანიშნავს ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს, თუმცა უცნობია, ვინ შეცვლის თემურ ჩხეიძეს.

 

ჩხეიძე 1991 წლიდან მოღვაწეობს დიდ დრამატულ თეატრში, რომლის  მთავარი რეჟისორი 2004 წელს გახდა. 2010 წელს ის დააჯილდოვეს გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის პრემიით თეატრალური ხელოვნების განვითარებაში უდიდესი წვლილისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი