კინოხელოვნება

63-ე ბერლინალეს გამარჯვებულები

17 თებერვალი, 2013 • • 1437
63-ე ბერლინალეს გამარჯვებულები

63-ე კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო სექციაში 19 ფილმი იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ჯიურიმ ჰონგ კონგელი ვონგ კარ ვაის მეთაურობით პრიზები შემდეგნაირად გადაანაწილა:

 

ბერლინალეს ოქროს დათვის მფლობელი წლის საუკეთესო ფილმისთვის რუმინული სურათი „ბავშვის პოზა“ გახდა.

 

გრან პრი ვერცხლის დათვი ევროპულ კოპროდუქციას გადაეცა, სახელწოდებით „ეპიზოდი აირონ პიკერის ცხოვრებიდან“, (რეჟისორი: დენის ტანოვიჩი).

 

ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა კანადური სურთიც. ალფრედ ბაუერის სახელობის პრიზი დენის კოტეს ფრანგულენოვანმა ფილმმა დაიმსახურა – „ვიკიმ და ფლომ დათვი დაინახეს“.

 

ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის ამერიკელ დევიდ გორდონ გრინს გადაეცა, ფილმისთვის “პრინცი ავალანჩი“.

 

ფესტივალის კონკურსის საუკეთესო მსახიობ ქალად პაულინა გარსია დასახელდა, როლისთვის სებასტიან ლელიოს ფილმში “გლორია“.

 

ბერლინალეს საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კი ნაზიფ მუჯიჩი გახდა, როლისთვის გრან პრის მფლობელ ფილმში „ეპიზოდი აირონ პიკერის ცხოვრებიდან“.

 

პრიზი საუკეთესო სცენარის ავტორად რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი დასახელდა, ირანული ფილმისთვის „ჩამოშვებული ფარდა“. ვერცხლის დათვი მის ნაცვლად სურათის თანარეჟისორმა კამბოზია პარტოვიმ მიიღო.

 

პრიზი გამორჩეული არტისტული ნამუშევრისათვის შემდეგ კატეგორიებში: კამერა, მონტაჟი, მუსიკალური გაფორმება, კოსტუმების დიზაინი ან დადგმის დიზაინი, გადაეცა აზიზ ჟამბაკიევს ყაზახეთიდან, ოპერატორული ნამუშევრისათვის ფილმში „ჰარმონიის გაკვეთილებში“ (რეჟ: ემირ ბაიგაზინი)

 

გას ვან სანტის „აღთქმული მიწა“, პია მარეს „ლაილა ფურისთან“ ერთად ბერლინის მთავარი ჟიურის სპეციალურ აღნიშვნას დასჯერდა.

 

ბერლინის კინოფესტივალის ფარგლებში ჩვენებები კიდევ ერთ დღეს გასტანს და 17 თებერვალს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი