ხელოვნება

საქართველოს ოპერის თეატრები ესტონეთის ოპერის ფესტივალზე

8 თებერვალი, 2013 • • 1279
საქართველოს ოპერის თეატრები ესტონეთის ოპერის ფესტივალზე

საარემაას ოპერის დღეები
საარემაას ოპერის დღეები

ამის შესახებ ხელშეკრულებას ხელი გუშინ, 7 თებერვალს, საღამოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველმა გიორგი ჟორდანიამ და ფესტივალის ორგანიზატორი კომპანიის, ესტონეთის სახელმწიფო საკონცერტო ორგანიზაციის „Eesti Kontsert“-ის დირექტორმა იური ლეიტენმა მოაწერეს.

 

ოპერის ფესტივალი საარემაას კუნძულზე პირველად 1999 წელს გაიმართა. წლების განმავლობაში ფესტივალი პარტნიორობს მსოფლიოში ცნობილ ოპერის თეატრებთან; მასში მონაწილეობას იღებენ სახელგანთქმული სოლისტები და დირიჟორები. ყოველწლიურად ღონისძიების სტუმართა რიცხვი იზრდება, გასულ ზაფხულს ფესტივალმა 12,000 სტუმარს უმასპინძლა. 2008 წლიდან ფესტივალის ორგანიზატორია ესტონეთის სახელმწიფო საკონცერტო ორგანიზაცია „Eesti Kontsert“.

მასალების გადაბეჭდვის წესი