2010 წელს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა კონკურსი სიმღერის შესარჩევად, რომლითაც სოფო ნიჟარაძე ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, 2010 წლის ევროვიზიაზე უნდა წარმსდგარიყო.
სიღერა “For Eternity”, რომელიც კარლოს კოელიომ ანდრეი ბაბიკთან ერთად დაწერა, კოელიოს თქმით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სელექციის საუკეთესო 5–ეულში მოხვდა.
2010 წლის თებერვალში საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპოზიტორებს კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმადაც, მათ სიმღერის საბოლოო ვერსია უნდა წარედგინათ დამკვეთისთვის, სანაცვლოდ კი, კონტრაქტი მათთვის გარკვეულ ჰონორარს ითვალისწინებდა. ეს 2010 წელს მოხდა. მუსიკოსების განცხადებთ, მათ კუთვნილი თანხა დღესაც არ მიუღიათ.
გაწეული ხარჯის ანაზღაურების იმედით, 3 წლის განმავლობაში კომპოზიტორები ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის საშუალებით პერმანენტულად ცდილობდნენ მაუწყებელთან დაკავშირებას.
“საზოგადოებრივი მაუწყებელი გამუდმებით თანხის გადარიცხვის დაპირებებს იძლეოდა. ახლა კი პასუხსაც აღარ იძლევიან,” – აცხადებს კოელიო.
მუსიკოსის განცხადებით, მისთვის შოკისმომგვრელია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არა მხოლოდ კომპოზიტორებს, არამედ საკუთარ კონტრაქტს არ სცემს პატივს.
ამჯერად მაუწყებელმა 2013 წლის ევროვიზიის კონკურსისათვის ცნობილი შვედი კოპოზიტორი ტომას ჯი:სონი მოიწვია. კარლოს კოელიო იმედოვნებს, რომ ტომას ჯი:სონი, მათ მსგავსად, უანგაროდ არ მუშაობს და დამსახურებლად გადაუხდიან გაწეული სამუშაოსთვის.
“ევროვიზია-საქართველოს” პროდუსერი, ნათია უზნაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს:
“ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, დღეს ეს თანხა გადაირიცხება”.
“ევროვიზია-საქართველოს” ფინანსური განყოფილების თქმით, ისინი ცდილობენ დაადგინონ, რა იყო კონტრაქტის დარღვევისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომპოზიტორის მოთხოვნის უგულვებელყოფის მიზეზი და ამჟამად ამ გაუგებერობას ვერ ხსნიან.
კარლოს კოელიო და ანდრეი ბაბიკის განცხადებით, ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელთნ დაკავშირებას კუთვნილი ანაზღაურების მისაღებად 3 წლის განმავლობაში ცდილობდნენ.