ხელოვნება

საყვარელიძის თქმით, ოპერის თეატრის დირექტორად პრემიერის ახლობლის დანიშვნა სურთ

24 იანვარი, 2013 • • 1084
საყვარელიძის თქმით, ოპერის თეატრის დირექტორად პრემიერის ახლობლის დანიშვნა სურთ

დავით საყვარელიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ განსხვავებული შეხედულებები ოპერის თეატრის განვითარებასთან დაკავშირებით მასსა და კულტურის სამინისტროს აქამდე არ ჰქონიათ  და კულტურის ახალ  მინისტრთან კარგი ურთიერთობაც აკავშირებდა.

თუმცა საყვარელიძე ამბობს, რომ კულტურის მინისტრის მოადგილემ მას სთხოვა თანამდებობის დატოვება და მის შემცვლელად დასახელდა გიორგი ჟორდანიას კანდიდატურ:

“მე როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის ახლობელია და ამიტომ”.  

საყვარელიძის განცხადებით, მას მინიშნებებით აგრძნობინეს, რომ მისი კანდიდატურა სამინისტროში სასურველი აღარ იყო და განხცხადების დაწერის გადაწყვეტილება მიიღო:

“მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს თბილისური ამბავი უფროა, თანამდებობების ნაცნობობით გადანაწილების, ვიდრე ჩემი პოლიტიკით უკმაყოფილება ოპერისა და ბალეტის თეატრში, ან სხვა პოლიტიკური მიზეზი”.

საყვარელიძე პირადად არაფრის გაპროტესტებას არ გეგმავს, თუმც,ა მისი ინფორმაციით, ოპერის თეატრის დასი დღეს აპირებს გააპროტესტოს ხელმძღვანელის გათავისუფლება თანამდებობიდან.

დავით საყვარელიძე
დავით საყვარელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი