ხელოვნება

ჩაანაცვლებს თუ არა აზიზიეს ახმედიეს მეჩეთი თურქეთთან მოლაპარაკებაში?

18 დეკემბერი, 2012 • 1385
ჩაანაცვლებს თუ არა აზიზიეს ახმედიეს მეჩეთი თურქეთთან მოლაპარაკებაში?

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი ირინე გივიაშვილი, რომელიც ქართული ძეგლების რესტავრაციის პროექტში იყო ჩართული, აცხადებს, რომ წლების მანძილზე მოლაპარაკებების პროცესი რამდენჯერმე გაიყინა. მისი თქმით, ახალ მთავრობას აქვს შანსი, ახალი რეალობა შექმნას, თუკი ძველი მთავრობის მიმართულებებს არ დაუბრუნდება, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს არც თუ ისე ადვილი იქნება:

“უკანასკნელი წლის განმავლობაში ქართულმა მხარემ რეკონსტრუქცია უკვე ჩაუტარა ახალციხის მედრესესა და ახმედიეს მეჩეთს, ოსმალური მემკვიდრეობის რესტავრაციის ნაცვლად ამ უკანასკნელს გაურკვეველი პროარაბული სახე მიეცა და ამდენად მოისპო ერთადერთი ყველაზე რეალური ოსმალური ისტორიის მქონე ობიექტი საქართველოში, რომელიც მას თურქეთთან სავაჭროდ სჭირდებოდა”, – აცხადებს ირინე გივიაშვილი. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ბათუმში არც აზიზიეს მეჩეთი არსებობს და მოსახლეობა მისი ასლის აშენებასაც ეწინააღმდეგება, ოშკი-იშხანისა და აზიზიე–ახმედიეს საკითხები უნდა გაიმიჯნოს.

რაბათი
რაბათი

ოშკი
ოშკი


მასალების გადაბეჭდვის წესი