ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თეატრალური სანახაობა, რომლის რეჟისორია რედა ბენტიფორი – მსოფლიოში ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფი, რომელსაც სხვადასხვა დროს უმუშავია ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ელტონ ჯონი, დაიანა როსი, ვანესა პარადისი, მაიკლ ჯექსონი და სხვები.
სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორია ნიკოლოზ რაჭველი (ნიკა მემანიშვილი); ხოლო დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფი არგენტინელი სანტიაგო ფერნანდესი.
მიუზიკლში გამოყენებულია ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფია.