ხელოვნება

პუტინის და სააკაშვილის არჩევანი

8 მაისი, 2012 •
პუტინის და სააკაშვილის არჩევანი

ზურაბ წერეთელი რამდენიმე დღის წინ რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნდა.

მას შემდეგ, რაც იური ლუჟკოვმა მოსკოვის მერის თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი სერგეი სობიანინმა დაიკავა, რუსეთში მოღვაწე ქართველი სკულპტორი ზურაბ წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

“გაჩნდა იმედი, რომ მის ახალი ნამუშევრებზე მუშაობა შეჩერდებოდა, ხოლო ერთ–ერთ ყველაზე მასიურ, პეტრე I–ის ძეგლს, ქალაქის ცენტრიდან მოაშორებდნენ, თუმცა მოლოდინის არც ერთი პუნქტი არ გამართლდა”, – წერს www.ntv.ru

ორ  დღეში, მას შემდეგ, რაც ზურაბ წერეთელი რუსეთის მერის გადაწყვეტილებით დაითხოვეს, ის თბილისში ჩამოფრინდა და 29 თებერვალს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცე მიხეილ სააკაშვილთან და ქალაქ თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, ერთად გახსნა, ამავე დროს იყო საუბარი იმაზეც, რომ ზურაბ წერეთელი საქართველოში დარჩებოდა:

“დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ ყველა ქართველის საბოლოო ნავსაყუდელი, საბოლოო ადგილი, სადაც დააფასებენ მათ, საბოლოო დანიშნულების პუნქტი მაინც არის მათი სამშობლო, საქართველო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მუზეუმის გახსნისას. მან ყველა სხვა ქართველს, ვინც რუსეთში და სხვა ქვეყნებში იმყოფება, საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

თუმცა რუსების იმედებთან ერთად არც პრეზიდენტის მოლოდინი გამართლდა. ზურაბ წერეთელი 28 აპრილს, პირადად ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის სამხატვრო აკადემიის თანამდებობაზე დააბრუნეს.

მოქანდაკე გუშინ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიასაც დაესწრო.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კი 29 თებერვლის შემდეგ კვლავ ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. როგორც მუზეუმის თანამშრომლები აცხადებენ, ჯერჯერობით სხვა გამოფენის მოწყობა მუზეუმში არ იგეგმება.

ამავე თემაზე:

თანამედროვე ხელოვნების, თუ ზურაბ წერეთლის მუზეუმი?[VIDEO]

ზურაბ წერეთელი მოსკოვის მერიიდან დაითხოვეს

წერეთელი: პატივს ვცემ პატრიარქს და ამიტომ გადავწყვიტე მისი ძეგლის შექმნა

“მიმინოს” ძეგლი თბილისში-STOP ზურა[VIDEO]

“მიმინოს” ძეგლი საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნება

წერეთლის “მიმინო” – საბჭოთა კავშირის ნოსტალგია?

ზურაბ წერეთელი – სიურპრიზი მთავრობისგან

საქართველოს პატრიარქის ძეგლი თბილისშია

მასალების გადაბეჭდვის წესი