ხელოვნება

ტოდ ფილიფსი The Hangover III–ს იღებს

6 დეკემბერი, 2011 •
ტოდ ფილიფსი The Hangover III–ს იღებს

The Hangover III–ის გადაღება 2012 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

The Hangover II–ის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე 600 მილიონ დოლარს მიაღწია, ამიტომ რეჟისორმა მესამე ნაწილის გადაღებაც გადაწყვიტა.

როგორც ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, ბრედლი კუპერი ამბობს, რეჟისორი ტოდ ფილიფსი სცენარზე მუშაობს:
“იმედი მაქვს, რომ გადაღებებს უკვე სექტემბრიდან დავიწყებთ,” – განაცხადა კუპერმა – “ფილმის მესამე ნაწილი ტრილოგიის დასასრული იქნება”.

ფილმის მეორე ნაწილი კინოეკრანებზე 2011 წლის 16 ივნისს გამოვიდა, The Hangover Part II–ში მეგობრები ვეგასიდან ბანკოკში მიემგზავრებიან, სადაც ახალი თავგადასავლები გადახდებათ.

მეორე ნაწილის ბიუჯეტი 80 მილიონი დოლარია, ფილმმა გახსნის დღესვე 86– მილიონიანი შემოსავალი მოიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი