
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში არჩევნების შედეგად სამხატვრო საბჭო აირჩიეს. საბჭო თეატრის შემოქმედებით და მხატვრულ განვითარებაზე იზრუნებს.
სამხატვრო საბჭო ცხრა წევრისგან შედგება, მის შემადგენლობაში შედიან: თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა, მთავარი მხატვარი მირიან შველიძე, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, მსახიობები– კახი კავსაძე, თათული დოლიძე, ჟანრი ლოლაშვილი, მარინა ჯანაშია, ზაზა პაპუაშვილი და ნინო კასრაძე.







