დღეს ამერიკელ ხმის რეჟისორს, მარკ ბერგერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი გადასცემს.
ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს კალიფორნიის, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარკ ბერგერმა ხმის რეჟისურის 6– კვირიანი კურსი წაუკითხა. სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცემათ.
ბერგერს კინოაკადემიის 4 ჯილდო აქვს მიღებული , ხმის ინოვაციური გამოყენებისთვის ფილმებში: “აპოკალიფსი დღეს” (1979წ.) “ამადეუსი” (1984წ.) “ინგლისელი პაციენტი” (1996 წ.) “კარგი გუნდი” (1983წ.).
მისი ნამუშევრებიდანაა: მილოშ ფორმანის “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლიმამა”, სტივენ სპილბერგის “მიუნხენი” და მრავალი სხვა.
დღეისათვის მარკ ბერგერი ხელმძღვანელობს ხმის რეჟისურის სპეციალობას ბერკლის უნივერსიტეტში.
რობერტ სტურუას, ნელე ჰერტლინგის, სტივ ოლსენის, ოთარ იოსელიანის და ბეჰროუზ გჰარიბპურის შემდეგ, ბერგერი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეექვსე საპატიო დოქტორი იქნება.
მარკ ბერგერს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება
-
22.11.2026
სრული აკრძალვის ნაცვლად, უკეთესი გზა მკაფიო რეგულირებაა – პროფესორი ნინო მუსერიძე
-
22.11.2026
მიხეილ ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა
-
22.11.2026
ჩემთვის მთავარი კითხვაა, რა შეფასებას ეფუძნება ეს მიდგომა? – რეპროდუქტოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე
-
22.11.2026
სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო – ერთი პირი დაკავებულია, ერთს ეძებენ
-
22.11.2026
რუსეთსა და საქართველოს შორის ახალ ფორმატში პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება – გალუზინი
-
22.11.2026
საქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება – კირცხალია
