ახალი ამბები

გვარამიას შეწყალების შემდეგ პრეზიდენტის სასახლესთან EU-ს დროშა დაწვეს, ისინი პოლიციამ დააჯარიმა

23 ივნისი, 2023 • 1736
გვარამიას შეწყალების შემდეგ პრეზიდენტის სასახლესთან EU-ს დროშა დაწვეს, ისინი პოლიციამ დააჯარიმა

ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, სავარაუდოდ, ორი პირი დააჯარიმეს.

შემთხვევა გუშინ, 22 ივნისს მოხდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, ორბელიანების სასახლესთან ანტიდასავლური ჯგუფების წარმომადგენლები მივიდნენ და პროტესტის ნიშნად ევროკავშირის დროშა დაწვეს.

ჯარიმის ქვითარი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა პროსამთავრობო ტელევიზიის, POSTV-ის წარმომადგენელმა ნათია ბერიძემ, რომელმაც მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ვისაც სურვილი ექნება, ჯარიმის თანხის შესაგროვებლად თანხა გადარიცხონ.

შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი