ახალი ამბები

კალაძე: საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ლუის ნავარო ნაცმოძრაობის ინტერესებს ატარებს

11 ივნისი, 2014 • • 1265
კალაძე: საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ლუის ნავარო ნაცმოძრაობის ინტერესებს ატარებს

“რაც შეეხება ენ-დი-აის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მე სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ჩვენ გვახსოვს ამ ორგანიზაციის მოღვაწოება საქართველოში და საფუძლიანი ეჭვი არსებობს, რომ კონკრეტულად ბატონი [ლუის] ნავარო წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელს. ამის საფუძვლიანი ეჭვი არა მარტო მე გამაჩნია, არამედ საქათველოს მოსახლეობასაც. ჩვენ გვახსოვს ნავაროს მიერ გაკეთებული კვლევები, როდესაც საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართულ ოცნებას” 12 პროცენტს უწინასწარმატყველებდა და ნაციონალურმა მოძრაობამ იმ არჩევნებში კრახი განიცადა”, – განაცხადა კალაძემ.

 

კახა კალაძე ლუის ნავაროს წინააღმდეგ განცხადებას აკეთებს 11.06.14
კახა კალაძე ლუის ნავაროს წინააღმდეგ განცხადებას აკეთებს 11.06.14

 

NDI-ის შეფასებით, ადგილობრივი არჩევნები საარჩევნო კანონმდებლობისა და ადმინისტრირების კუთხით გაუმჯობესებით გამოირჩევა და ქალთა მონაწილეობაც, ერთი შეხედვით, მზარდია, რაც არა მარტო ადგილობრივი, არამედ მომავალი არჩევნებისთვის დემოკრატიული პროცესების ხელის შემწყობი ჩარჩოს შექმნის პროცესს ემსახურება. თუმცა, როგორც ორგანიზაციის განცხდებაშია აღნიშნული, ამავდროულად, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ზეწოლისა და ძალადობის კუთხით წუხილი კვლავ რჩება. 

 

“ზოგადად, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას პოზიტიურად აფასებენ და წინა არჩევნებთან შედარებით მათ გაზრდილ პროფესიონალიზმზე მიუთითებენ. NDI და ადგილობრივი დამკვირვებლები დაესწრნენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ტრენინგებს და აღნიშნეს, რომ ტრენინგები არის პროფესიული, თანმიმდევრული, ინტერაქტიული და დასწრების მაღალი დონით გამოირჩევა. საჭიროების შემთხვევაში ტრენინგები უმცირესობების ენებზე ჩატარდა. თუმცა დაპირისპირება არჩევნებში მონაწილე ორ ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ ბლოკს – ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის სხვა მხრივ დემოკრატიული ხასიათის საარჩევნო და მმართველობის პროცესების შემასუსტებელ გარემოებად რჩება. პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობისა და დარეგისტრირებულ კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ ბოლო პერიოდში გაჟღერებულმა ბრალდებებმა ჩრდილი მიაყენა საარჩევნო კამპანიას, რომლის მშვიდობიან გარემოში წარმართვის პირობა პოლიტიკურმა ლიდერებმა დადეს”, – ნათქვამია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი