ახალი ამბები

“საქართველოს ბანკი”: აფხაზეთი ფულადი გზავნილების სისტემამ გაფრთხილების გარეშე დაამატა

26 აპრილი, 2013 • • 1544
“საქართველოს ბანკი”: აფხაზეთი ფულადი გზავნილების სისტემამ გაფრთხილების გარეშე დაამატა

“საქართველოს ბანკის” პრესსამსახურის ცნობით, რუსული გზავნილების სისტემას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით არსად არის მოხსენიებული. 

“ფულადი გზავნილების სისტემასთან ინტეგრაციის წინ ბანკმა საფუძვლიანად გადაამოწმა, რომ ქვეყნების სიაში არ იყო აფხაზეთი, თუმცა შემდეგ ის ფულადი გზავნილების სისტემამ შეტყობინების გარეშე დაამატა. ვინაიდან „საქართველოს ბანკი” პროგრამული ვებ-სერვისების საშუალებით მიერთებულია გზავნილების სისტემებთან, აღნიშნული ცვლილება „საქართველოს ბანკის” ბანკომატის ფულადი გზავნილის განაღდების ეკრანზე ავტომატურად ასახა და ბანკმა ოპერატიული რეაგირება და კორექტირება ვერ მოახერხა”, -აღნიშნულია „საქართველოს ბანკის” მიერ გავრცელებულ განცხადებში. 

„საქართველოს ბანკმა” განაცხადა, რომ ამჟამად აფზახეთი ჩამონათვალიდან ამოღებულია.

 

“საქართველოს ბანკის” ბანკომატებში გზავნილების საძიებო სისტემაში  მომხმარებელმა აფხაზეთი გზავნილის მიღებისას აღმოაჩინა. ამის დამადასტურებელი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი