ახალი ამბები

ეროვნული სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი დააკავეს

25 ივნისი, 2015 • • 1146
ეროვნული სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის წარმომადგენელმა მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხის ნერგების უკანონოდ გასხვისების სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი.

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ტერიტორიიდან სამასალე ხეების უკანონოდ მოჭრის ნებართვის გაცემისა და მოჭრილი მასალის გადაზიდვის დროს მფარველობისათვის  მოქალაქისგან  ქრთამის სახით 800 ლარი აიღო.

 

ორივე ბრალდების მიმართ საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობა

მასალების გადაბეჭდვის წესი