ახალი ამბები

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აქ საქართველოს მხარდასაჭერად ვართ, თუმცა გვაქვს მოთხოვნებიც

14 აპრილი, 2015 • • 1070
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აქ საქართველოს მხარდასაჭერად ვართ, თუმცა გვაქვს მოთხოვნებიც

მან თბილისში მყოფი პოლონეთისა და დანიის, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა:


“ევროინტეგრაციისათვის აუცილებელია რეფორმების პროცესი. ჩვენ მომავალში უნდა გავიხედოთ და არა წარსულში. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს. შექმნას დემოკრატიული გამჭვირვალე ინსტიტუციები, რომლებიც ხალხის წინაშე იქნებიან პასუხისმგებელნი. ძალიან დიდ მნიშნელობას ვანიჭებთ სასამართლო სისტემაში რეფორმას. მზად ვართ თანამშრომლობისათვის. შვედეთს საკმაოდ ხანგრძლივი და კარგი თანამშორმლობა აკავშირებს საქართველოსთან და გავაგრძელებთ გვერდით დგომას. დაგეხმარებით მიზნების არსრულებაში”, – განაცხადა შვედეთი საგარეო საქმეთა მინისტრი.



მასალების გადაბეჭდვის წესი