ახალი ამბები

პარლამენტის 5 დეპუტატი ბიძინა ივანიშვილს ხვდება

9 აპრილი, 2015 • • 976
პარლამენტის 5 დეპუტატი ბიძინა ივანიშვილს ხვდება

ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით, ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში მივიდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები – ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, ვალერი გელაშვილი. ისინი ივანიშვილთან ორ საათზე მივიდნენ.

 

ბიძინა ივანიშვილისა და დეპუტატების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის არ იყო ცნობილი. თუ რა თემაზე სასაუბროდ მივიდნენ დეპუტატები ყოფილ პრემიერთან, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, უცნობია.

 

შეხვედრამდე დეპუტატებს მედიისთვის განცხადება არ გაუკეთებიათ. ისინი, სავრაუდოდ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლევან ყოფიანის საკითხზე სასაუბროდ მივიდნენ.

ბიძინა ივანიშვილი - EPA/ABIR SULTAN
ბიძინა ივანიშვილი – EPA/ABIR SULTAN

მასალების გადაბეჭდვის წესი