ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიცერი დააკავეს

22 მარტი, 2014 • • 1115
ქრთამის აღების ბრალდებით სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიცერი დააკავეს

გამოძიების ცნობით, კოშკარ ოსმანოვმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, 2014 წლის 22 მარტს, მარნეულში, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, პრობაციონერს ელვინ გ-ს ქვეყნის სამი თვით დატოვების ნებართვის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1800 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მასალების გადაბეჭდვის წესი