ახალი ამბები

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მარინე ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს

26 ივლისი, 2013 • 2105
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მარინე ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს

საბჭოს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს. მან ამ პოზიციაზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელია შეცვალა.

 

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ უმაღლესი განათლების საერთაშორისო განვითარების პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მაღრაძე, რომელმაც ადვოკატი დავით კიკალეიშვილი შეცვალა.

 

საბჭოს მდივნად იმუშავებს მედიცინის დოქტორი, შპს “საზოგადოებრივ კოლეჯ “პანაცეას” დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძე, მანამდე ამ პოზიციაზე მუშაობდა დიმიტრი ალავიძე – შპს “ვოლ ფაბლიშინგის” სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. 

 

პრემიერის ბრძანების შესაბამისად, საბჭოს ახალ შემადგენლობაში არიან ირაკლი მაჩაბელი (საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი), ზაზა მარუაშვილი – (კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი), ნანა გაფრინდაშვილი – (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), ზაზა რუხაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, შპს – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი), მამია ჯანჯალია (სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოადგილე), დავით კახნიაშვილი – საქართველოს კერძო სკოლების ასოციაციის თავმჯდომარე, სკოლა „მწიგნობართუხუცესის” დირექტორი.

 

მანამდე საბჭოს შემადგენლობაში იყვნენ თეონა კუპატაძე (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე), ირაკლი გამყრელიძე (შპს ნარკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე), ზაზა ლაზარაშვილი (აკად. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი), მიხეილ კორძახია (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი), ზაქარია შველიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი), მადონა ჭეიშვილი (შპს “N5 კლინიკური საავადმყოფოს” დირექტორი).

 

“განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო, რომლის წევრებსაც განათლების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი