ხელოვნება

მარჯანიშვილის თეატრის შექსპირი ლონდონის “გლობუსში”

25 აპრილი, 2013 • • 2470
მარჯანიშვილის თეატრის შექსპირი ლონდონის “გლობუსში”

ლევან წულაძის ხელმძღვანელობით ინსცენირებული შექსპირის „როგორც გენებოთ“ დიდ ბრიტანეთში გასული წლის მაისშიც იყო მიწვეული შექსპირის ფესტივალზე ”მსოფლიო გლობუსში”, რომელიც წლის ყველაზე მნიშვნელოვან თეატრალურ მოვლენად არის აღიარებული და თეატრალური ჯილდო “The Time Out 2012” აქვს მიღებული.  

 

„როგორც გენებოთ“ ფესტივალში 37 სცენურ ნამუშევართან ერთად მონაწილეობდა და როგორც მაყურებლის, ისე თეატრის კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.

 

“შექსპირის ჩვენი ფავორიტი კომედიის მარჯანიშვილის თეატრისეული დადგმა “როგორც გენებოთ” ძლიერ პოეტური და საოცრად სასაცილოა” – წერს სპექტაკლის მასპინძელი “გლობუსის თეატრი”.

 

 26 მაისს ლონდონში გამგზავრებამდე მარჯანიშვილის თეატრის დასი შექსპირის კომედიას კიდევ ერთხელ ითამაშებს.

ლევან წულაძე – როგორც გენებოთ
ლევან წულაძე – როგორც გენებოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი