ახალი ამბები

საგანელიძე:NDI –ის კვლევები ჩემთვის მიუღებელია

26 სექტემბერი, 2013 • • 1346
საგანელიძე:NDI –ის კვლევები ჩემთვის მიუღებელია

“გამოაქვეყნონ კვლევები. ეს მათი საქმეა. გასაგებია, რომ უნდათ დემოკრატიული გარემოს შექმნა. მაგრამ ვერასოდეს ციფრესბს ზუსტად ვერ არტყამენ. რა არის ამის მიზეზი, ანალიზი თვითონ გააკეთონ” – აცხადებს დავით საგანელიძე.  

       

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაჩნია,რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევები პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით ზუსტი არასოდეს არ არის: “უნდა გამოვიდე იმ ისტორიიდან, რაც კვლევებში არსებობდა ადრე. ჩემი აზრით, NDI–ი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში კარგი გარემო შექმნას საარჩევნოდ. თუმცაღა, მე მგონი, იმ კომპანიებზე დაყრდნობით, რომელთა საშუალებებითაც ის ამ კვლევებს ატარებს და ველზე ვისი საშუალებითაც მუშაობს, სხვა განმარტებას და სხვა ანალიზს ვერ გავაკეთებდი. ალბათ დაშვებული შეცდომების მიზეზია, რომელიც საბოლოო შედეგით ჩანს.” 

 

დავით საგანელიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ  NDI –ის მიერ განხორციელებულ კვლევას იხსენებს: 

 

“გახსოვთ ალბათ, შარშანდელი არჩევნების წინ ჩატარებული კვლევები ძალიან შორს იყო იმ რეალობისგან, რაც საბოლოოდ მივიღეთ არაერთხელ. ეხლაც ვფიქრობ, რომ გარკვეული ხარვეზები იქნება. ეს კვლევები ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელია. მე ძალიან კარგად ვიცი, ვგრძნობ და ჩვენი კვლევების ობიექტურობაში ეჭვი არ მეპარაება. იმიტომ, რომ ვიცი, როგორ და რანაირად არის  ყველაფერი ჩატარებული. პირადად მე მაქვს ყველა რაიონში შეხვედრა და ძალიან ბევრი რამ ვიცი. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, სად რა ხდება. საერთოდ გამოვრიცხავ, რომ მეორე ტური შეიძლება გახდეს საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ პირველსა და მეორე კანდიდატს შორის არც ისე დიდი პროცენტული სხვაობა არსებობს, შორს ვარ ამ მოსაზრებისგან.” 

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, როემლიც დღეს გასაჯაროვდა, გამოკითხულთა 32 %–ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის საქმინობა მოსწონს, 33%–ს არ მოსწონს, 19% პროცენტს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, 11%–ს საგანელიძის ესახებ არ სმენია, ხოლო 6%  უარს ამბობს პასუხზე. 

 

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით 39% საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად ისურვებდა გიორგი მარგველაშვილს, ხოლო 18% – დავით ბაქრაძეს. “არ ვიცი” – ასეთია გამოკითხულთა 16%-ის პასუხი ამ კითხვაზე.

 

გამოკითხულთა 7% ისურვებდა პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძეს, 3-3% – შალვა ნათელაშვილს და გიორგი თარგამაძეს.

 

ამასთან, გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, 23% კი ფიქრობს, რომ არ არის მოსალოდნელი. 

 

თუკი არჩევნების მეორე ტური ჩატარდება მარგველაშვილსა და ბაქრაძეს შორის, გამოკითხულთა 49% დაუჭერს მხარს გიორგი მარგველაშვილს და 24% – მეორე კანდიდატს, ხოლო თუკი მეორე ტური გაიმართება მარგველაშვილსა და ბურჯანაძეს შორის, მმართველი ძალის კანდიდატს 50% დაუჭერს მხარს, მის კონკურენტს კი – 17%.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი