23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ხოლო 24-26 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.
ამ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია -1, +4 გრადუსის ფარგლებში.
26-27 იანვარს დაიკლებს ღამის მინიმალური ტემპერატურაც.
სამინისტროს ინფორმაციით, 27 იანვარს თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

