ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით წვრთნები დაიწყეს.

სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ სწავლებები დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობს.

“რუსულმა უპილოტოებმა წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში 3 ათას კილომეტრზე ჩაატარეს წვრთნები, საბრძოლო მზაობის 300-ზე მეტი შემოწმება განხორციელდა და 15 ათასზე მეტი საცეცხლე წვრთნა ჩატარდა”,- წერია უწყების განცხადებაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *