ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ერთი გარდაცვლილი ქალია, მეორე – ბავშვი.
საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ამ დრომდე რჩება 4 ადამიანი.
მანამდე 3 წლის ბავშვი (თაია) ცოცხალი გამოიყვანეს.
ჩამონგრეული შენობის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთულ პირობებში გრძელდება. ადგილზე მყოფი სამაშველო სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, მასალა მცირე ფრაგმენტებადაა ჩამოშლილი და ტერიტორია ძლიერად ჩახერგილია, ხოლო მთავარ გამოწვევად ხელახალი ნგრევის საფრთხე რჩება.
მისივე თქმით, შენობის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია სპეციალური აღჭურვილობა, რომლითაც მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, თუმცა ამ ეტაპზე ნანგრევებიდან კონტაქტზე გამოსული არავინ დაფიქსირებულა.
კითხვაზე, სად და რა ვითარებაში იპოვეს ნანგრევებში ბავშვი, სპიკერმა განმარტა, რომ იგი დაახლოებით მეორე და მესამე სართულებს შორის ნანგრევებში აღმოაჩინეს. მისი თქმით, ახლა მთავარი ყურადღება სწორედ ამ მონაკვეთზეა გადატანილი.
გაიგეთ მეტი:
